უცხოელ ლგბტ წყვილებს რუსეთიდან შვილება აეკრძალებათ
31 03 2013

რუსეთის პრეზიდენტი უცხოელი ლგბტ წყვილების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანას შეეწინააღმდეგა და მთავრობასა და უზენაეს სასამართლოს დაავალა პირველ ივლისამდე მოამზადონ არსებულ კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები.

„იზვესტიას“ თანახმად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება სავარაუდოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნება განხორციელებული, რადგან ამჟამად სწორედ ის არის დაკავებული გაშვილების საკითხებით.

გასული თებერვლის შუა რიცხვებში, რუსეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ ის გეგმავდა, შეემოწმებინა „ფსიქოლოგიური ზიანი“, რომელიც რუს ბიჭს იეგორ შაბატალოვს მათი აზრით მიადგა. იეგორი ამერიკელმა ქალმა იშვილა, რომელიც ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდა აშშ მეორე მოქალაქესთან, თუმცა ეს ფაქტი რუსი სააგენტოებისგან დამალა, როდესაც შვილად აყვანაზე განაცხადს ავსებდა. იეგორზე ლეგალური მეურვეობის მოპოვებიდან ორი წლის შემდეგ, წყვილი დაშორდა და მეურვეობის უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო გარჩევებში ჩაება.

მოძრაობა „ყოვლად რუსეთის მშობელთა ასამბლეის“ ხელმძღვანელმა, ნადეჟდა ხრამოვამ, „იზვესტიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა საზღვარგარეთ გაშვილების პრაქტიკა საერთოდ აიკრძალოს, რადგან „ტექნიკურად შეუძლებელია აპლიკანტების ნამდვილი სექსუალური ორიენტაციის დადგენა.“ ხრამოვამ და მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე ხნის წინ „დიმა იაკოვლევის კანონპროექტს“ დაუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან ბავშვების შვილად აყვანა აშშ მოქალაქეებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ.

რუსეთის საოჯახო კოდექსი არ აღიარებს ერთსქესიან წყვილებს, და შესაბამისად მათ მიერ შვილად აყვანაც შეუძლებელი ხდება. ამავე დროს, შვილად აყვანა ქორწინებაში არ მყოფი ინდივიდების მხრიდან შესაძლებელია და შესაბამისი უწყებები არ ითხოვენ აპლიკანტებისგან მათი სექსუალური ორიენტაციის შესაბამისი სამხილის წარმოდგენას.

წყარო:

http://rt.com/politics/gay-couples-report-foreign-973/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება