ისლანდიის ლესბოსელი პრემიერ–მინისტრი თანამდებობას ტოვებს
01 05 2013
ისლანდიის საჯარო სამსახურში 35 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, სადაც ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა, 70 წლის იოჰანა სიგურდარდოტირმა პოლიტიკური კარიერა გასულ შაბათს დაასრულა. როგორც სოციალ-დემოკრატი და ისლანდიის პარლამენტის ვეტერანი წევრი, "ფორბსმა" იგი 2009 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერ ქალს შორის დაასახელა. წინა ადმინისტრაციისადმი საჯარო უკმაყოფილების მოზღვავებისას სიგურდარდოტირი, როგორც მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების მეთაური, არჩეულ იქნა ისლანდიის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად. მისი მმართველობისას, ისლანდია გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია, როდესაც 2010 წელს, ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონპროექტიყოველგვარი პოლიტიკური წინააღმდეგობების გარეშე შევიდა ძალაში. სიგურდარდოტირიდა მისი პარტნიორი,იონინა ლეოსდოტირი, კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირაში დაქორწინდნენ. 2012 წლის სექტემბერში სიგურდარდოტირმა განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას მომავალ არჩევნებში და წავიდოდა პოლიტიკიდან. წყარო: http://www.lgbtqnation.com/2013/04/worlds-first-openly-gay-government-leader-retires-from-politics/


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"