პირველი ლესბოსური ქორწილი ყაზახეთში
01 05 2013
ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდას მოსახლეობა პოსტსაბჭოთა ქვყნებისათვის მეტად უჩვეულო მოვლენის, ორი ქალის ქორწილის მომსწრე გახდა. წყვილმა მათი კავშირის აღსანიშნავად სიმბოლური ქორწილი გადაიხადა. ყაზახური ვებგვერდი Vox Populi ამ ფაქტს ვრცელ ფოტორეპორტაჟს უძღვნის, რომელშიც ნაჩვენებია დახვეწილი საქორწილო ცერემონიალი მთელი თავისი ატრიბუტიკით, ნეფე–პატარძლისთვის განკუთვნილი თეთრი ლიმუზინისა და შამპანურის ჩათვლით. მართალია ყაზახეთის კანონმდებლობა არ ცნობს ერთსქესიან ქორწინებას, მაგრამ კაროლინამ და კრისტინამ მაინც გადაწყვიტეს ამგვარი ღონისძიებით სიმბოლურად გაეფორმებინათ მათი თანაცხოვრება, ანუ Vox Populi–ის სიტყვებით რომ ვთქვათ – „სიყვარულს კანონები არ აქვს“. ფოტოებზე გამოსახულია ელეგანტური წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი თეთრ საქორწილო კაბაში, მეორე კი თეთრ შარვალ–კოსტუმშია გამოწყობილი. არსებული ტრადიციების შესაბამისად ისინი ქორწილის სტუმრებთან ერთად ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს სტუმრობენ და შამპანურს შეექცევიან. Vox Populi–ის რეპორტაჟმა ცხარე დისკუსია გამოიწვია, რომელშიც ერთნი ღიად და ამაყად გამოხატავენ აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილებას, მეორენი კი ლგბტ უფლებებს იცავენ. ბედნიერ წყვილს უკვე დაგეგმილი აქვს მომავალი და ოჯახის გაზრდას ინ–ვიტრო განაყოფიერების საშუალებით აპირებენ. „როგორც კი ცოტა დანაზოგს დავაგროვებთ, ბავშვებსაც ვიყოლიებთ“ უცხდადებს კრისტინა Vox Populi–ის. წყარო: http://www.eurasianet.org/node/66899


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"