ლგბტ ორგანიზაციის რეკომენდაციები პოლიციელებს
04 05 2013
ლგბტ ორგანიზაციამ «Выход» სამართალდამცავ ორგანოებს გაუგზავნა წერილი რეკომენდაციებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ტრანსგენდერ ადამიანებს. სამწუხაროდ, ტრანსგენდერ ადამიანებს რუსეთში პრაქტიკულად არ აქვთ პოლიციის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები და შანსი იმისა, რომ მათ მიმართ განხორციელებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები სამართლიანად იქნება გამოძიებული, ძალიან მცრიეა. უფრო მეტიც, ხშირად პოლიციელები ტრანსგენდერ ადამიანებს ქუჩის ხულიგნებზე არანაკლებ საფრთხედ ევლინებიან. ძალიან ხშირად მათი ქცევები უმცირესობებთან მიმართებაში მიუღებელია: უარს ეუბნებიან დაცვაზე, ამცირებენ, დასცინიან, ემუქრებიან. ისინი დაუსჯელები რჩებიან, ვინაიდან დაზარალებულებს ხშირად ეშიანიათ მსგავსი ფაქტების გაცხადებისა და ფიქრობენ, რომ ვერ შეძლებენ დამნაშავეთა ბრალეულობის დამტკიცებას. ლგბტ ორგანიზაცია «Выход» აფიქსირებს ასეთ შემთხვევებს სანკტ-პეტერბურგში, თუმცა მსგავსი ისტორიები სხვა ადგილებშიც ხშირია და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ხდება ცნობილი. რეკომენდაციები ითვალისწინებს პატივისცემით მოპყრობას გარეგნობისა და პასპორტში მითითებული სქესის შეუთავსებლობის შემთხვევაში; პირადი ჩხრეკის ჩატარებას იმ სქესის პირის მიერ, რომელსაც ჩხრეკის ობიექტი მიუთითებს; ასევე ტრანსგენდერების მიმართ წინასწარგანწყობის დაუშვებლობას, მაგალითად, როდესაც გარეგნობის შეუსაბამობა პასპორტში მითითებულ სქესთან ხდება უკანონო ქმედებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. წყარო: http://www.comingoutspb.ru/ru/news/recommendations


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"