ლგბტ ადამიანების მდგომარეობა პოლონეთში
04 05 2013
ორგანიზაციამ „კამპანია ჰომოფობიის წინააღმდეგ“ (Campaign Against Homophobia) გამოსცა ახალი ანგარიში, რომელიც ეხება ლგბტ პირების სოციალურ მდგომარეობას პოლონეთში. უნიკალურ პუბლიკაციაში ასახულია პოლონეთში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური რაოდენობრივი კვლევის შედეგები, რომელშიც ჯამში 14000 გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, და ტრანსგენდერი პირი მონაწილეობდა. კვლევაში ისეთ ცხოვრებისეულ სფეროები, როგორებიცაა განათლება, სამსახური და ოჯახი განხილულია დისკრიმინაციის, ან არა–ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის სოციალურ ფუნქციონირებაზე გავლენის კონტექსტში. პუბლიკაციის ინგლისური ვერსიის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს. წყარო: http://globalequality.wordpress.com/2013/04/29/campaign-against-homophobia-issues-new-report-on-social-situation-of-lgbt-persons-in-poland/  


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი