ლგბტი ადამიანთა უფლებების დაცვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ნაწილია
25 06 2013

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ შეიმუშავა მითითებები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანების მიერ მათი უფლებებით სარგებლობის დაცვისა და ხელშეწყობისთვის. სახელმძღვანელო დაწვრილებითი ლეგალური დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს მიაწოდებს ლგბტი ადამიანთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების ხელშემწყობ ინსტრუქციებს. ინსტრუქციების მიერ წახალისებულია დისკრიმინაციული კანონებისა და პოლიტიკის, ლგბტი-ფობიური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხრვის ხელშეწყობა. სახელმძღვანელო პირველია ევროკავშირის დოკუმენტებს შორის, რომელიც პირდაპირ ეხება ინტესქეს ადამიანებს. ილგა-ევროპა წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის ორგანოებთან მის საგარეო პოლიტიკაში ლგბტი ადამიანთა უფლებებთან მიმართებაში ასეთი სტრატეგიის შემუშავებაზე. შედეგად, 2010 წელს შექმნილი მითითებები დღეს იურიდიულ დოკუმენტად იქცა. როგორც ილგა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ პარადისმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც მისი წვლილი უნდა შეიტანოს ლგბტი ადამიანთა უფლებების მდგომარეობის გამოსწორებაში ევროკავშირს გარეთ. წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა