ერთსქესიანი სამოქალაქო კავშირის კანონპროექტი ისრაელში
23 06 2013

კანონპროექტი ერთსქესიანი სამოქალაქო კავშირების შესახებ ასევე მოიცავს სამოქალაქო ქორწინების საკითხს იმ ჰეტეროსექსუალ წყვილთათვის, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ქორწინებისთვის აუცილებელ რელიგიურ სტანდარტებს, რაც ამჟამად ქორწინების ერთადერთი დაშვებული ფორმაა ისრაელის სახელმწიფოში. კანონპროექტი, რომელიც სამინისტროს საკანონმდებლო კომიტეტმა უნდა განიხილოს, ინიცირებულია იუსტიციის მინისტრის Hatnua პარტიის წარმომადგენელ Meir Sheetrit-ის მიერ. კანონმდებლობას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს კოალიციის უმრავლესობა Yesh Atid, Yisrael Beytenu და Likud-ის კომიტეტების წევრებთან ერთად, რომლებმაც როგორც Times of Israel იტყობინება, უკვე გამოხატეს ერთსქესიანი სამოქალაქო ქორწინების მიმართ მათი მხარდაჭერა. ინიციატივას უკვე შეხვდა წინააღმდეგობა ორთოდოქს ებრაელთა პარტიიდან, რომელმაც დაადასტურა, რომ გამოიყენებს ვეტოს დადების უფლებას და შეეცდებიან კანონმდებლობის მიღებას ხელი შეუშალონ. წყარო: