შვედეთში სავალდებულო სტერილიზაცია გაუქმდა
24 05 2013
შვედეთში გაუქმდა კანონი, რომლის მიხედვითაც გენდერული კვლავმინიჭების ოპერაციის გავლის მსურველ ტრანსგენდერ ადამიანებს სტერილიზაციის გავლა ევალებოდათ იმისათვის, რომ მათი გენდერული იდენტობა ლეგალურად ყოფილიყო აღიარებული. კანონი 1972 წელს მიიღეს და შვედეთის პარლამენტის უმრავლესობას ორი წლის წინ უნდოდა მისი გაუქმება, თუმცა ერთ-ერთმა კონსერვატიულმა პარტიამ ეს ცვლილება დაბლოკა. სტოკჰოლმის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეს აკრძალვა 2013 წლის 1 იანვარს გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უცნობმა მომჩივანმა, რომელსაც სურდა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის გავლა, სტერილიზაციაზე უარი თქვა. ეს საქმე სასამართლოში იქნა შეტანილი მომჩივანის სახელით შვედეთის ჯანდაცვის საბჭოს მიერ. შვედეთის პარლამენტმა სავალდებული სტერილიზაციის ამკრძალავი კანონი 2012 წლის შემოდგომაზე მიიღო, თუმცა იგი ძალაში შევიდა 2013 წლის იანვარში. წყარო: http://www.pinknews.co.uk/2013/01/10/sweden-ends-forced-sterilisation-rule-for-people-who-undergo-gender-reassignment/


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა