"სოლიდარობის ნიშნად. სიყვარულით რუსეთიდან" - ტილდა სუინტონი
05 07 2013

მსახიობის წარმომადგენელმა ქრისტიან ჰოდელმა ხალხს მოუწოდა გაევრცელებინა ტილდას სუინტონის სურათი, რომელშიც მსახიობი კრემლის წინ, მოსკოვში, ლგბტ პრაიდის სიმბოლო დროშით ფიგურირებს. „გთხოვთ გაავრცელოთ გზავნილი ტილდასგან: „სოლიდარობის ნიშნად. სიყვრაულით რუსეთიდან“, განაცხადა ჰოდელმა. ცისარტყელის დროშის, როგორც ლგბტ პრაიდის სიმბოლოს პოპულარიზაცია 1978 წლიდან იღებს სათავეს. დროშის დიზაინერი სან ფრანცისკოელი ხელოვანი გილბერტ ბეიკერი იყო. მიუხედავად 1993 წლიდან რუსეთში ჰომოსექსუალური აქტების დეკრიმინალიზაციისა, უკანასკნელ წლებში ლგბტ უფლებების შეზღუდვა ქვეყანაში მომძლავრებულია. მოსკოვის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომდევნო 100 წლის განმავლობაში დედაქალაქში არ შეიძლება გეი პრაიდის ჩატარება, ამასთან, კანონპროექტი, რომელიც „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“ კრძალავს, პრალამენტში ჯერ კიდევ განსახილველ საკითხად რჩება. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა