ნეო–ნაცისტების თავდასხმა ბუდაპეშტის პრაიდის შემდეგ
09 07 2013

უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრომ თავისი აღშფოთება გააჟღერა თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ჩრდილოეთ უნგრეთში მდებარე გრამატიკის სკოლის დირექტორი, ტიბორ დერდაკი და ორი სხვა ადამიანი იქნა ნაცემი. სამინისტრო გმობს ნებისმიერ ინციდენტს, რომელშიც დემონსტრაციის მონაწილეებზე თავდასხმა ხორციელდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მისაღებად მიიჩნევს სამინისტრო თავად ზემოთხსენებულ დემონსტრაციას, ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრო ნდობას გამოხატავს პოლიციისადმი და სჯერა, რომ ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენენ დამნაშავეთა გამოვლენის საკითხში. ორგანიზაცია E14-PM–ის გამგეობის წევრმა ტიმეა საბომ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოითხოვა, რომ გამოძიებულ იქნას პოლიციის „უსუსურობა“ დამნაშავეთა გამოვლენის საკითხში. საბოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვერპლებმა პოლიციას მიმართეს, მაგრამ ჩარევა არ სთხოვეს, დერდაკი აცხადებს საპირისპიროს. გარდა ამისა, დაზარალებულების სურვილი სამედიცინო ექსპერტიზა გაევლოთ ზიანის აღნუსხვისათვის, პირდაპირ ეწინააღმდეგება პოლიციის პოზიციას. საბოს განცხადებით პოლიცია ადგილზე სწრაფად მივიდა, თუმცა დამნაშავეების იდენტიფიცირების ნაცვლად დაზარალებულების იდენტიფიცირება დაიწყო. ასევე სოციალისტური პარტია აცხადებს, რომ „მკაფიო და მკაცრ“ ქმედებებს ელოდება მთავრობისა და მისი უწყებებისგან, მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ. ამ დროს, პოლიცია აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულებმა „ერთხმად“ განუცხადეს პოლიციის ოფიცრებს, რომ „თავდამსხმლები აღარ იყვნენ ადგილზე, რომ მათი აღწერა–დახასიათება დაზარალებულებს არ შეეძლოთ და რომ სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობენ.“ წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია