თურქეთის მთავრობას ტრანსგენდერი ქალების დაცვისკენ მოუწოდებენ
07 08 2013

"საბერძნეთის ტრანსგენდერთა დაცვის ასოციაცია" გმობს ძალადობრივ თავდასხმებსა და ტრანსგენდერი ქალების მკვლელობებს თურქეთში და მოუწოდებს თურქეთის მთავრობას რეაგირებისკენ. განცხადებაში ასოციაცია იტყობინება, რომ ივლისის თვეში დაფიქსირებულია სამი მკვლელობა, ასევე თვითმკვლელობა და ტრანსგენდერ ქალებზე ხუთი თავდასხმის ფაქტი. თურქეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობებისა, გამოძიებები კი იშვიათადაა წარმატებული. პარასკევს, ასოციაცია შეეცადა წერილი გადაეცა თურქეთის საელჩოსთვის ათენში, მაგრამ დიპლომატიურმა კორპუსის წარმომადგენლება წერილის მიღებაზე უარი განაცხადეს. წერილში ნათქვამია, რომ: „თურქეთი, როგორც ევროსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და ევროკავშირის კანდიდატი, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო კანონის წესებს, ასევე, საერთაშორისო კონვენციებს, რომლებსაც იგი იზიარებს და შესაბამისად მოეთხოვება ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლისა და ღირსების დაცვა.“ ასოციაცია ითხოვს თურქეთის მთავრობისგან, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ კანონით, რომელიც გენდერულ იდენტობასაც მოიცავს. ისინი ასევე მიმართავენ პოლიციას, „საფუძვლიანად გამოიძიონ ყველა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა“ და დასაჯონ მკვლელები. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის