სომხეთის პოლიცია „გეი პროპაგანდის“ აკრძალვას ითხოვს
09 08 2013
სომხეთის პოლიციამ ქვეყანაში „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის“ აკრძალვა მოითხოვა. მათი აზრით სომხეთის ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ კანონში უნდა შევიდეს შესწორებები, რომლებიც სომხეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნა გამოქვეყნებული. შემოთავაზებული შესწორებების მიხედვით, მოქალქეებს, იურიდიულ პირებსა და საჯარო მოხელეებს უნდა დაეკისროთ 4,000 ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისათვის.“
ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ერთსქესიანი ურთიერთობები, როგორც წესი, სწორედ ამ სიტყვათაშეთანხმებით (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა) მოიხსენიება ხოლმე.
სომხეთმა, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1990-იანი წლების დასაწყისში მოახდინა, თუმცა მტრული განწყობა ლესბოსელი, გეი და ტრანსგენდერი ადამიანებისადმი საზოგადოებაში მაინც მაღალია.
წყარო
ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება