ფინელმა მინისტრმა მოსკოვში ცისარტყელა დროშა ააფრიალა
19 08 2013
ფინეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა პაავო არჰინმეკიმ 17 აგვისტოს მოსკოვში ცისარტყელა დროშა ააფრიალა. მინისტრი ამ დროს მაყურებელთა ტრიბუნაზე იჯდა და ქალთა სიმაღლეში ხტომის ფინალურ შეჯიბრს ადევნებდა თვალყურს. მად დროშა ააფრიალა სწორედ მაშინ, როცა შვედი ათლეტი ემა გრინ-ტრეგარო (რომელმაც მანამდე რუსი ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად ფრჩხილები შეიღება ცისარტყელას ფერებში) ემზადებოდა ნახტომისთვის. მინისტრ არჰინმეკის განცხადებით, მან რუსეთში მიღებული ჰომოფობიური კანონის საკითხი რუსეთის სპორტის მინისტრთან შეხვედრის დროსაც წამოაყენა. მისი თქმით ლგბტ ადამიანების ჩაგვრა რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ფართომასშტაბიან ხარვეზებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული და საჭიროა ისეთი გადაჭრის გზების მოფიქრება, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გააუმჯობესებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რუსეთში მდგომარეობას.
წყარო
ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან