ევროპამ, რუსეთის მსგავსად, ანტი-გეი მიმართულება უნდა აირჩიოს
03 09 2013
მოსკოვი, 3 სექტემბერი, (RIA Novosti) - რუსეთის საეკლესიო პირის განცხადებით, ევროპამ, რუსეთის მსგავსად, ანტი-გეი მიმართულება უნდა აირჩიოს.
ევროპამ რუსეთის მაგალითზე ისეთი კანონების მიღებაზე უნდა იმუშაოს, რომელიც ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებასა და ბავშვებში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვას გაითვალისწინებს, განაცხადა სასულიერო პირმა გასულ კვირას.
„ვთვლი, რომ ეს კანონი აუცილებელია და ის ძალიან დროულად იქნა მიღებული“, აცხადებს მიტროპოლიტი ილარიონი, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მეთაური იტალიურ მედია პორტალ AsiaNews-თან ინტერვიუში. „მეტიც, ვფიქრობ, რომ ასეთი კანონი მიღებულ უნდა იქნას სხვა ქვეყნებშიც, იმ ნორმების მაგივრად, რაც ევროკავშირის რიცხვ ქვეყნებშია მიღებული, სადაც ერთი სქესის წყვილებს უფლება აქვთ ბავშვი იშვილონ.“
ილარიონის თქმით, დასავლური ქვეყნების პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში, თვით-განადგურებას ემსახურება, ვინაიდან ერთსქესიანი კავშირები განაპირობებს არა მხოლოდ ოჯახის ინსტიტუტის განადგურებას, არამედ „ნიშანია ერების უცილობელი გადაშენებისა.“
„ბევრ ევროპულ ქვეყანაში მწვავე დემოგრაფიული კრიზისია, რაც სეკულარული იდეოლოგიების, რეკლამების და ცხოვრების მიმართ სამომხმარებლო მიდგომითაა განპირობებული,“ ამბობს ილარიონი. „მათ მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღონ ... ჩვენ ძლიერი, მრავალშვილიანი ოჯახების აღორძინება გვინდა რუსეთში.“
რუსეთში ეგრეთწოდებული „გეი პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონი ივნისის ბოლოს შევიდა ძალაში. კანონი აწესებს ჯარიმებს ბავშვებისთვის „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. ინდივიდუალური პირებისთვის გადასახადი 5,000 რუბლია (150 დოლარი), ხოლო ორგანიზაციებისთვის 1 მილიონი რუბლი (33,000 დოლარი). კანონის დარღვევის ფაქტში შემჩნეულ მედია საშუალებებს 90 დღით მოუწევთ საქმიანობის შეწყვეტა.
კანონმა საზღვარგარეთიდან კრიტიკა დაიმსახურა. გეი აქტივისტთა ნაწილი ითხოვს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას. ზამთრის ოლიმპიური თამაშები თებერვალში, სოჭშია დაგეგმილი.
რუსეთში ჩატარებული გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ახალი კანონის მხარდამჭერია, რაც რუსულ საზოგადოებაში ჰომოსექსუალობის მიმართ გაბატონებული კონსერვატიული მიდგომის ამსახველია.
წყარო
ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან