რუსეთის ლგბტ ჯგუფი ახალ კანონს ითხოვს
20 07 2010

რეგიონთაშორისი სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც რუსეთის უდიდეს ლგბტ ქსელს წარმოადგენს, მოუწოდებს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, რომ ცვლილებები შეიტანოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კანონი ითვალისწინებდეს გეი, ლესბოსელი ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს. ამ შესწორების მიღების შემთხვევაში, სასამართლოებს მოუწევთ ანგარიშის გაწევა იმისათვის, არის თუ არა დანაშაული მიმართული ადამიანის მიმართ კერძოდ მისი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო.

იგორ კოჩეტკოვმა (პეტროვი),რეგიონთაშორისი სამოქალაქო მოძრაობის, რუსეთის ლგბტ ქსელის თავმჯდომარემ განაცხადა: ”სახელმწიფო და საზოგადოება ერთნაირად უნდა ეწინააღმდეგებოდეს მტრულ განწყობასა და სიძულვილის გამოვლენას ნებისმიერი - ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური - უმცირესობის მიმართ. ბოლო დროის მანძილზე ბევრი შემთხვევა ვნახეთ, როცა წარმოუდგენლად რბილი განაჩენი გამოუტანეს ადამიანებს, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს მარტო იმიტომ, რომ მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია არ მოეწონათ. გარდა ამისა სამართალდამცავები და სასამართლოები უპასუხოდ ტოვებენ საჯარო მოწოდებებს ჰომოსექსუალი ადამიანების იზოლირების, მკურნალობის და განადგურების შესახებ. ეს პრაქტიკა კანონის დონეზე უნდა მოისპოს”

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება