ყაზახეთს გეი „პროპაგანდის“ აკრძალვა სურს
22 08 2013

ყაზახეთის პარლამენტი რუსეთის გადადგმულ ნაბიჯებს მიჰყვება და ჰომოსექსუალობის „პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონის შემოღება სურს. პარლამენტის წევრებს სჯერათ, რომ საჭიროა კანონი, რომელიც გეი-კლუბების მოცილებასა და ლგბტ თემის პრაიდ მარშების აკრძალვას უზრუნველჰყოფს. პარლამენტის ქვედა პალატის წევრმა Aldan Smaiyl-მა ეს საკითხი 2013 წლის გაზაფხულზე წამოსწია წინ როცა პრემიერ მინისტრს მიმართა ჰომოსექსუალობის „პროპაგანდის“ აკრძალვის წინადადებით. „მე მოვითხოვე გეი-კლუბების, დემონსტრაციებისა და ნებისმიერი ამ დანარჩენი ამაზრზენი ურთიერთობების აკრძალვა. პასუხად მივიღე, რომ ყაზახეთს არ აქვს ასეთი კანონი (რომელიც კლუბების დახურვას ითვალისწინებს)“. დეპუტატი კანონპროექტის ლობირებას სექტემბრიდან აპირებს, როცა საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნდება. მისი თქმით, ამომრჩევლები მას კანონის მხარდაჭერას თხოვენ. მინისტრ მურატ ახმადიევს კი მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობის „პროპაგანდა“ განსახილველი საკითხის კი არ უნდა იყოს ყაზახეთში: „იდეალურ შემთხვევაში, ვინაიდან ჰომოსექსუალობა ცხადად მიუღებელი ქცევაა ამასთან დაკავშირებით დისკუსიებიც კი არ უნდა იმართებოდეს. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა განსხვავებულია, არა ევროპისნაირი.“ ახმადიევის თქმით, ის ერთერთი პირველი იქნება ვინც კანონპროექტს ჰომოსექსუალობის „პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ, ხელს მოაწერს თუ კანონი პარლამენტში შევა. მისი რწმენით, ყაზახეთი მტკიცედ უნდა იდგეს და მისი პრინციპები და კანონები დაიცვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო საზოგადოება მას ლგბტ თემის მიმართ შეუწყნარებლობის გამო გააკრიტიკებს. ამავდროულად, მინისტრი ფიქრობს, რომ გეების უფლებები არ უნდა იყოს დარღვეული. ის ადასტურებს, რომ სექსუალური უმცირესობების ბევრი წარმომადგენელია ყაზახეთში და ამბობს, რომ ერთი სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობების საერთოდ აკრძალვა შეუსაბამო იქნება. თუმცა, მისი აზრით, „ჰომოსექსუალობის შემდგომი გავრცელება“ ყაზახეთში არ უნდა მოხდეს. ყაზახეთის „კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა ბიუროს“ დირექტორმა რამდენიმე ხნის წინ გეი თემის არსებობის შესახებ გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ყაზახეთის მთავრობაშიც არიან და ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ადამიანებს მათი სექსუალური ორიენტაციების მიხედვით არ ეპყრობა. წყარო


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან