ჰომოფობია, ტრანსფობია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ევროპაში
20 09 2013

Amnesty International-ი აქვეყნებს რეპორტს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ევროპაში იმის გამო, რაც ვარ: ჰომოფობია, ტრანსფობია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ევროპაში გამოცემის თარიღი:18 სექტემბერი, 2013 წელი მიუხედავად იმისა, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების მდგომარეობის მხრივ სიტუაცია რიგ ევროპულ ქვეყნებში უკანასკნელი წლების განმავლობაში გაუმჯობესდა, ცრურწმენები, დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები არ აღმოფხვრილა ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობები ასე თუ ისე, მიღებულია. გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად, ბევრი მიმართულებითაა ცვლილებები განსახორციელებელი. რეპორტი განსაზღვრავს ამ მიმართულებებს, ქეისების ილუსტრირებითა და ამ ქვეყნებში ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გადმოცემით. რეპორტის გადმოტვირთვა წყარო



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია