მკვლელობა მექსიკაში
20 07 2010

17 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა მექსიკის ქალაქ ტორეონში მოწყობილ დაბადების დღის წვეულებაზე, რომელიც სისხლიან აბაზანად იქცა. სანამ მუსიკოსები სერენადებს მღეროდნენ, ხოლო სტუმრები ჭამდნენ, სვამდნენ და ცეკვავდნენ, თავდამსხმელებმა შესასვლელები ჩარაზეს და ცეცხლი გახსნეს.

წვეულება ლგბტ-ინკლუზიური იყო და ზოგი თვლის, რომ ეს შეიძლება სიძულვილით გამოწვეული დანაშაული იყოს, თუმცა უფრო მეტი ვარაუდობს, რომ საქმე ნარკოტიკებს ეხება, ვინაიდან კოაჰუილას რეგიონი, რომელშიც ქალაქი ტორეონი მდებარეობს ნარკოტიკებით ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი წერტილია.

გეი ჯგუფის მიერ ორგანიზებული წვეულების დეტალები Facebook-ზე იყო გამოქვეყნებული. იქვე იყო მითითებული რუქა იტალიური რესტორნის მისამართით, სადაც წვეულება გაიმართა.

თავდამსხმელები მიიმალნენ და მათი პოვნის ალბათობა დიდი არ არის.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა