ჯოან კასარს ეროვნული ჯილდო გადაეცემა
14 12 2013
ჯოან კასარი, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა მოიგო და მიიღო უფლება, სქესის კვლავმინიჭების შემდეგ დაქორწინებულიყო მის პარტნიორ კაცზე, დღეს მალტის ნაციონალური ჯილდოს მფლობელი ხდება. (Ġieħ ir-Repubblika-ჯილდო გადაეცემა განსაკუთრებული დამსახურებისთვის მალტელი ხალხისა თუ მთელი კაცობრიობის წინაშე) მისმა საქმემ განაპირობა სამოქალაქო კოდექსში იმ ცვლილებების შეტანა, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებს მათი სქესის სრულ უფლებებს ანიჭებს, მათ შორის ქორწინების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯოანს სქესის შეცვლის ქირურგიული პროცედურები გავლილი ჰქონდა და ამასთანავე გენდერის ლეგალურ აღიარებასაც მიაღწია რაც მის დაბადების მოწმობაში მისი მდედრობითი სქესის ასახვით გამოიხატებოდა, მან და მისმა პარტნიორმა ხელის მოწერაზე უარი მიიღეს. ჯოანმა ქორწინების უფლებისთვის ბრძოლა დაიწყო და ჯერ მალტაში მიმართა სასამართლოს, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. წლის დასაწყისში მალტის ახალი მთავრობა, რომელმაც ლგბტ ადამიანთა სამოქალაქო უფლებებზე მუშაობა დაიწყო, ჯოანს დაპირდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებთან მიმართებაში ქორწინებაზე კანონს შეცვლიდა და მას 10,000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გადასცა, ჯოანმა კი ევროპულ სასამართლოში საქმე შეწყვიტა. მოგვიანებით ნაციონალურმა პარტიამ საჯარო ბოდიში მოიხადა პარლამენტში ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მათი მგრძნობელობის ნაკლებობის გამო. მოგვიანებით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ლგბტ საკითხებზე მუშაობს და რომლის მუშაობის შედეგადაც პარლამენტში ახლა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტია წარდგენილი. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი