თელავივი ტრანსფობიას და ანტი-ლგბტ ძალადობას აპროტესტებს
21 01 2014
სამშაბათს, ისრაელში, თელავივის ქუჩებში, ტრანსფობიის და ანტი-ლგბტ ძალადობის წინააღმდეგ ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. პროტესტი, სახელწოდებით „Taking back the night”,  ისრაელის ტრანსგენდერთა დაცვის ჯგუფ „გილას“ მიერ, გეი და ტრანსგენდერ ადამიანებზე ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ იყო ორგანიზებული. თვის დასაწყისში თელავივის სასაზღვრო ოფიცრები სასტიკად დაესხნენ თავს ტრანსგენდერ ქალს წიწაკის სპრეითა და ელექტროშოკით. ისრაელის მედიამ შემთხვევა „ოინად“ გააშუქა, პოლიციამ კი უარი თქვა შემთხვევის სიძულვილის დანაშაულად გაფორმებაზე. რამაც ისრაელის ლგბტ თემის განრისხება გამოიწვია. ახლახანს, ადამიანთა ჯგუფი თავს დაესხა და ცემა რამდენიმე გეი ადამიანი , რაც პოლიციამ ასევე არ ცნო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად. ორივე შემთხვევაში, პოლიციამ ეჭვმიტანილებს დაკავების ნაცვლად შინაპატიმრობა შეუფარდა. მოვლენებმა ისრაელის ლგბტ თემის ათასზე მეტი ადამიანი საპროტესტო მსვლელობაზე გამოიყვანა, სადაც აქტივისტები ატარებდნენ ბანერებს სლოგანებით: „ვერავინ გადაწყვეტს ქალი ვარ, თუ კაცი!“ და „ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ტრანსფობიით სავსე ქუჩებში!“ მონაწილეებმა მარშირება თელავივის სამხრეთიდან დაიწყეს, იმ ადგილების სიახლოვეს სადაც თავდასხმები მოხდა. ლილაქ ბენ დეივიდმა, რომელიც ტრანსგენდერი ქალი და წამყვანი ადვოკატია „გილას“ პროექტში, აქციაზე განაცხადა: „ოინი? რა არის ასეთი სასაცილო დაუცველ ქალზე 11 კაცის თავდასხმაში? მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი რომ არ ყოფილიყო, არავინ ჩათვლიდა ამას სასაცილოდ, მაგრამ ტრანსგენდერი ქალები დეჰუმანიზირებულები არიან , ჩვენ და ჩვენი სხეულები ‘ხუმრობაა’, რაც არ იძლევა პატივისცემის გარანტიას, რაც სხვა სხეულებს გააჩნიათ“ იდო კატრიმ, რომელიც „გილას“ თანადამფუძნებელი ადვოკატი და ტრანსგენდერი კაცია, განაცხადა: „ჩვენი მეგობრები არიან ძალადობის, დისკრიმინაციის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი. დღეს ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და ვამბობთ, კმარა! საკმარისია ძალადობა, თავდასხმები და დისკრიმინაცია. ტრანს თემი აღარ გაჩუმდება, ამიერიდან ჩვენ გაბრაზებულები ვართ!“ მოშიკო ჰადადი და ორ აზულაი, რომელთაც გასულ კვირას დაესხნენ თავს და საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ, ჩვენთან საუბარში აცხადებენ: „ხმა უნდა ამოვიღოთ! ისრაელს აქვს კანონი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ, მაგრამ მისი გამოყენება იშვიათად თუ ხდება, ნაცვლად, ლგბტ ადამიანებზე თავდასხმები ხშირად კლასიფიცირებულია შერბილებულ სამართალდარღვევად, რაც ყოვლად მიუღებელია.“ წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი