რას ნიშნავს „ევრომაიდანი“ უმცირესობებისთვის?
27 02 2014
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში უკრაინა ნომერ პირველი იყო საერთაშორისო ამბებში. შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა ქუჩებში ღია კონფრონტაციისა და მალული პოლიტიკური ბრძოლის მაგალითი გახდა. რა თქმა უნდა, ბევრმა ადამიანმა ნახა „ევრომაიდანზე“ განვითარებული მოვლენების სურათი, მაგრამ ცოტა თუ იგებს რა ხდება ამ სცენის მიღმა. კითხვებზე პასუხი და იმის გააანალიზება, თუ რა მოხდა უკრაინაში, მარტივი არც ამ პროცესების დასაწყისში იყო და არც მომავალში იქნება.
როგორ დაიწყო ყველაფერი
დასაწყისში პროტესტი მშვიდობიანი იყო, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან გეოპოლიტიკური მიმართულების „მოულოდნელი“ ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბოლო 2 წლის განმავლობაში, უკრაინელი ხალხის უმრავლესობა ელოდა ევრო ინტეგრაციას, როგორც უკრაინელთა ცხოვრების სწრაფი გაუმჯობესების საწინდარს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ რიგითი უკრაინელი მოქალაქისთვის ეს იყო არა ადამიანის უფლებებთან ან ამ სფეროში არსებულ რაიმე სტანდარტებთან დაკავშირებული თემა, არა, ეს იყო უბრალოდ უკეთესი ცხოვრება. ამის გამო, კიევის პროტესტებმა მოქალაქეები ყველა რეგიონიდან მიიზიდა და ეს არ ყოფილა ოპოზიციის მიერ წამოწყებული პროტესტი.
შემდეგ კი პრეზიდენტმა მოულოდნელად შეცვალა ჩვენი „გზა“, რასაც თან ახლდა შესაძლო ეკონომიკურ კოლაფსზე ძალიან სუსტი არგუმენტაცია. ცენტრალური და დასავლეთ უკრაინის მოქალაქეთა უმეტესობამ სხვადასხვა ფორმა არჩია პროტესტის გამოსახატავად. ამ დროს აღმოსავლეთი და სამხრეთი მშვიდად იყვნენ, ვინაიდან მიღებული არგუმენტაცია მათთვის მისაღები იყო. რეგიონებში, რომლებიც იანუკოვიჩს უჭერენ მხარს, ბევრი ადამიანი ბრალდებებს პირადად შეურაცხყოფად იღებს. საპროტესტო გამოსვლებისას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა არავის უხსენებია ადამიანთა უფლებები.
იანუკოვიჩმა და მისმა მთავრობამ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, ვინაიდან მას ვერ წარმოედგინა, რომ უკრაინელები ასეთი დაჟინებით მოითხოვდნენ კორუფციისა და უსამართლობის სისტემის შეცვლას. ევრო ინტეგრაციისთვის ბრძოლა შეცვლა ზოგადად, ქვეყანაში არსებული კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლამ. 30 ნოემბრის პირველი თავდასხმის შემდეგ ეს გახდა მთავრი არსი პროტესტებისა და გადაიზარდა: არჩევნების დანიშვნასა და მკვლელების გასამართლებაში. ამას მოჰყვა 16 იანვრის კანონი და შემდეგი ‘აფეთქება’.
უკრაინის საპროტესტო გამოსვლების მამოძრავებელი ძალა
ჟურნალ-გაზეთებსა და ტელევიზიაში თქვენ ნახავდით, რომ საპროტესტო აქციები უკრაინაში ოპოზიციური ძალების ან მემარჯვენე რადიკალების მიერაა მართული. ვინ „აკონტროლებს“ სიტუაციას და ვინ გასცემს ბრძანებებს - ეს ტრადიციული შეკითხვაა და აუჩინარებს, მათ, ვინც აფილირებას არ ახდენს უმრავლესობასთან. ეს მიდგომა საკმაოდ პატრიარქალურია და სივრცესა და ხმას არ უტოვებს უმცირესობებს.
რა თქმა უნდა, ლგბტ აქტივისტები, ფემინისტები და მემარცენე-ლიბერალ ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს ამ ტიპის აზროვნებას მკაცრად პატრიარქალურს და მბრძანებლურს, ვინაიდან იგი გადაწყვეტილების მიღების ვერტიკალურ იერარქიას და დომინირებული უმრავლესობის ხედვებისა და პოზიციების წარმოჩენას გულისხმობს. რეალურად, უკრაინის საპროტესტო აქციები მრავალი განსხვავებული სოციალური ჯგუფისა და უმცირესობისგან შედგებოდა. საპროტესტო აქციებში არაერთი მემარცხენე ორგანიზაცია, ლიბერალები და ფემინისტები და ლგბტ ადამიანები მონაწილეობენ, მაგრამ ისინი რადიკალების მსგავსად არ ჩანან, ვინაიდან მედია მოვლენებს ტრადიციული მიდგომით აშუქებს.
სექსიზმი, ქსენოფობია და ჰომოფობია
მედია სექსისტურად აშუქებს მოვლენებს და ქალებს წარმოაჩენს როგორც „ნამდვილი გმირებისა“(კაცები) უბრალო მხარდაჭერებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის თავდაპირველი სურვილი არ გულისხმობდა უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიას. სამწუხაროდ, არაფერი გაკეთებულა ადამიანის უფლებათა სისტემატიური გაუმჯობესებისთვის უკრაინაში. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კულტურა, როგორც ასეთი, კავშირშია არა-ძალადობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის იდეოლოგიასთან. უკრაინის მოვლენები არ არის ადამიანის უფლებათა დაცვა, მითუმეტეს, უმცირესობათა უფლებებისა. ხალხი გამოვიდა კორუფციის, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობისა და ცხოვრების დაბალი სტანდარტების გასაპროტესტებლად.
ყველას სურს უკეთესი ცხოვრება, მაგრამ არავინ იცის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიზნით. უკრაინული რევოლუციის დროს ქსენოფობიის, ჰომოფობიის და სექსიზმის დონე ქვეყანაში არ შეცვლილა. პირიქით, მან ნათლად გვაჩვენა პრობლემა და სიტუაციის საზარელი სურათი. პროტესტების დროს უმცირესობათა ბევრი წარმომადგენელი ცემეს „ევრომაიდანზე“, მათ შორის, მემარცხენეები, ფემინისტები და ლგბტ ადამიანები.
ლგბტ უფლებების თემა ხშირად გამოიყენებოდა „ევრომაიდანის“ დისკრედიტაციის მიზნით. ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ „ევრომაიდანი“ არ არის უსაფრთხო სივრცე ფემინიზმსა და ლგბტ უფლებებზე სასაუბროდ.
უკრაინელი ულტრა-მემარჯვენეები ამ მომენტს იყენებენ თავიანთი დღის წესრიგის დასამკვიდრებლად, რომელიც არ ეხება ადამიანთა უფლებების დაცვას. ულტრა-მემარჯვენეების დღის წესრიგში შედის ძლიერი პრეზიდენტი, კონსტიტუციის აღდგენა და რა თქმა უნდა ტრადიციონალიზმის გაძლიერება. მათ დისკურსში ადგილი არაა თანასწორობისთვის, ფემინიზმისა და ლგბტ ადამიანთა უფლებებისთვის. ჩვენ დოკუმენტირებული გვაქვს ბევრი სექსისტური სლოგანი, მაგალითად „ქალებო, თუ ხედავთ ნაგავს, დაასუფთავეთ - რევოლუციონერები მადლობელი დაგრჩებიან.“ ბევრი ქალი აიყოლია ამ პროპაგანდამ და მაგალითად, ზოგმა წამოიწყო „ჩახუტების ინიციატივა“ გზავნილით - „მე ჩავიხუტებ ჩემს გმირ-მამაკაცს“, „ცოლად გავყვები პოლიციელს“...
დრო დაბრკოლებებისა და შესაძლებლობებისთვის
და მაინც, ვხედავთ სიტუაციის ძალიან საინტერესო განვითარებას: ბევრმა ქალმა შეწყვიტა პასიური მხარდაჭერა და იმდენად განრისხდნენ სექსიზმითა და მათი უხილავობით, რომ მათი ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს ინიციატივას შემოუერთდა. ეს საინტერესოა, ვინაიდან ბევრი მათგანისთვის „ფემინიზმი“ ჯერ კიდევ ‘ცუდი’ სიტყვაა, მაგრამ გრძნობენ, რომ ასეთ უსამართლო მდგომარეობაში ცხოვრება აღარ შეიძლება.
ამასთანავე, ვხედავთ, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია და არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი ცუდსა და უარესს შორის. ლგბტ აქტივისტებმა, ფემინისტებმა და ლიბერალებმა ჩვენი საგანმანათლებლო აქტივიზმის კონცენტრაცია გადაწყვიტეს „ევრომაიდნის“ დროს. ჩვენ ვატარებთ ვორქშოფებს ფემინიზმზე, თანასწორობასა და ადამიანთა უფლებებზე, დავაარსეთ „ქალთა წინააღმდეგობის ჯგუფი“ და ვატარებთ ფილმის ჩვენებებს მაიდანზე და ა.შ.
„მემარჯვენე ფრთამ“ კი უკვე გაავრცელა მოთხოვნა უკრაინაზე გარე გავლენის შეზღუდვისა და ტრადიციული მორალური და ოჯახური ღირებულებებისკენ მობრუნების მიზნით. ჩვენთვის ეს ნიშნავს: აბორტის აკრძალვას, ანტი-ლგბტ კანონებსა და კანონს „უცხოეთის აგენტებზე“.
„ინსაითი“ ქუიარ ფემინისტური ჯგუფია, რომელიც ლესბოსელების, ბისექსუალი ქალებისა და ტრანს ადამიანებისგან შედგება. ორგანიზაცია მუშაობს ლბტ თემის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე უკრაინაში, თემის წევრებისთვის სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული სერვისების მიწოდებით. ჯგუფი ასევე მუშაობს ცენზურის წინააღმდეგ და ინფორმაციის და შეკრების თავისუფლებისთვის.
წყარო
ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან