ყველაზე გეი–მეგობრული არხი
25 07 2010

სამაუწყებლო კომპანიებმა MTV და The CW-მ უმაღლესი შეფასება მიიღეს ეთერში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების წარმოჩენისთვის.

გეი & ლესბი ალიანსმა დეფამაციის წინააღმდეგ (Gay & Lesbian Alliance Against Defamation) თავის ყოველწლიურ სარჩევში მიუთითა, რომ MTV- ის საეთერო დროის 42%-ს ლგბტ თემატიკის შემცველი მასალა შეადგენს. MTV პირველი მაუწყებელია, რომელიც GLAAD-მა შეაფასა, როგორც ”შესანიშნავი”.

GLAAD -ის რეიტინგში ლესბოსელი გეი ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ეთერში წარმოჩენისთვის სხვა სამაუწყებლო კომპანიებიც მოხვდა - მათ შორის: ABC Family, HBO, Lifetime, Showtime და TNT.

CBS, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი პირობა ყოფილიყო უფრო ინკლუზიური უკიდურესად უარყოფითი შეფასება მიიღო.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება