ლგბტ აქტივისტები მონტენეგროში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგანან
05 11 2014
კვირას, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ლგბტ უფლებების დამცველმა ორასამდე აქტივისტმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო. დემონსტრაციის მონაწილეებს ეჭირათ პოსტერები წარწერებით: „გვიყვარდეს ერთმანეთი“, „ეს მხოლოდ დასაწყისია“, „ტრადიციულად ამაყი“ და „სიჩუმე = სიკვდილი“.  საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიხედვით, ღონისძიებას იცავდა 2000-მდე პოლიციის ოფიცერი. ეს მონტენეგროსთვის რიგით მესამე და მისი დედაქალაქისთვის კი, რიგით მეორე გეი პრაიდი იყო. გასულ ოქტომბერს, დედაქალაქში ჩატარებული მსვლელობა დარბევით დასრულდა. 50-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული და 20-მდე პოლიციელი დაშავებული. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში, სადაც 650,000 მოსახლეა, გეები და ლესბოსელები შიშში ცხოვრებას აგრძელებენ და არ აქვთ იმედი, რომ მთავრობა მათ უფლებებს დაიცავს. AFP საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, გამოკითხვები აჩვენებს , რომ მონტენეგროს მოსახლეობის 70 პროცენტი ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მიიჩნევს. ერთგულად კონსერვატიულ და ღრმად მაჩო კულტურის მქონე ბალკანური ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის. ევროკავშირის დელეგაციის მეთაურმა მონტენეგროში, მიტია დრობნიჩმა, რომელიც კვირის პრაიდსაც შეუერთდა, რეპორტიორებს განუცხადა: „ადამიანის უფლებების კანონის ნაწილია. ამ სფეროში მიღწეული წარმატების გარეშე, ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული პროცესი პროგრესს ვერ განიცდის." წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა