მამრობითი, მდედრობითი ან X: გენდერის არჩევანის ახალი ალტერნატივა
04 02 2015
მამრობითი, მდედრობითი ან X: გენდერის არჩევანის ახალი ალტერნატივა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში
მალტის მთავრობა მოქალაქეებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და პასპორტში გენდერის არმითითების საშუალებას მისცემს
მიუხედავად იმისა, რომ ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’ მალტის მიერ აღიარებულ ორ სქესად დარჩება, მთავრობა აპირებს, რომ X მარკერის შემოღებით მალტის მოქალაქეებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესისა თუ გენდერული იდენტობის არმითითების არჩევანი მისცეს.
მალტის პარლამენტში წარდგენილი „გენდერული იდენტობის კანონპროექტის“ შემდგომი საკონსულტაციო პროცესის განმავლობაში განხილულ იქნა, თუ როგორ შეიძლებოდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში შემზღუდავი და ბინარული ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’ მარკერების არსებობის პრობლემის გადაჭრა. ამას კი მოჰყვა ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება.
‘X’ მარკერის დაწესება მალტას უნიკალურს არ გახდის. ქვეყანათა მცირე, თუმცა, მზარდი ნაწილი უკვე იძლევა პასპორტებში ‘X’-ის მითითების საშუალებას. გერმანია კი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესს კატეგორიადაც არ განიხილავს.
მაგალითად, ავსტრალიას უკვე მიღებული აქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეუძლიათ, მიუთითონ როგორც ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’, ასევე - ‘X’ (განუსაზღვრელი/დაუზუსტებელი/ინტერსექსი). სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს პასპორტში გენდერის შეცვლისათვის, დაბადებისა და მოქალაქეობის მოწმობების შეცვლა კი აუცილებელი არ არის პასპორტის შეცვლის შემთხვევაში. იგივე ხდება ახალ ზელანდიაში.
წყარო
ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია