მალტა ტრანს ადამიანების იდენტობებს კანონის ძალით აღიარებს
31 10 2014
სამოქალაქო უფლებების მინისტრმა გენდერული იდენტობის აქტი წარადგინა გენდერული იდენტობის აქტი პარლამენტში სოციალური დიალოგისა და სამოქალაქო უფლებების მინისტრის, ჰელენა დალის მიერ იქნა წარდგენილი. მინისტრმა ერთთვიანი საჯარო კონსულტაციის პროცესიც წამოიწყო. სხდომამდე გამართულ პრეს კონფერენციაზე დალიმ განაცხადა, რომ კანონი ტრანსგენდერ ადამიანებს მათი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალებას მისცემს ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი კარიერულ სფეროში. „მე ბევრ ნიჭიერ ტრანსგენდერ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც იძულებულნი არიან უხილავი ცხოვრებით იცხოვრონ. მათ ყველას მსგავსად, ჩვეულებრივი ცხოვრების უფლება აქვთ“ - განაცხადა მინისტრმა. დალიმ განმარტა, რომ კანონი ტრანსგენდერ ადამიანებს მათი დაბადების მოწმობების შეცვლის საშუალებას მისცემს, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისად შეიცვლება ყველა დანარჩენი საბუთი, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი საბუთები, პასპორტები, მართვის მოწმობები და განათლების დამადასტურებელი საბუთები. ტრანსგენდერ ადამიანებს აღარ მოუწევთ სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ჩარევების გავლა მათი დაბადების მოწმობებში გენდერის შესაცვლელად. ნაცვლად, ისინი შესაბამის ორგანოში წარადგენენ განაცხადს, რომელიც დაადასტურებს რომ პირის გენდერული იდენტობა არ შეესაბამება მისთვის დაბადების მოწმობაში მიწერილ სქესს. კანონპროექტი გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურას არეგულირებს ასევე არასწრულწლოვანთათვის და „პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს სამთავრობო ორგანოებს მათი სერვისები შესაბამისობაში მოიყვანონ აქტის მიზნებთან." ამასთანავე, აქტი მშობლებს აძლევს უფლებას, გადადონ მათი შვილების დაბადების მოწმობებში გენდერული მარკერის მითითება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უკანონო იქნება სქესის მახასიათებლების სამედიცინო თვალსაზრისით არასაჭირო მკურნალობა ინფორმირებული თანხმობის გარეშე. მინისტრმა განაცხადა, რომ „კანონი არ არის გარანტია კულტურაში არსებული დამოკიდებულებების შეცვლისა“ და მიუხედავად იმისა, რომ „კანონი არ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც უხილავები აღარ იქნებიან. ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორობაზე, იმაზე, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე უფლებები და შესაძლებლობები.“ წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება