ხორვატია სამოქალაქო პარტნიორობის მიღებას ზეიმობს
17 07 2014
ხორვატიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი სქესის პარტნიორებს ფაქტიურად იმავე უფლებებს ანიჭებს, რომლითაც დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობენ. კანონპროექტი სამშაბათს 89 ხმით 16-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კანონპროექტის ინიცირების ავტორი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობაა, განსაკუთრებით, სოციალური პოლიტიკისა და ახალგაზრდობის მინისტრი, მილანკა ოპაჩიჩი, და სახელმწიფო მართვის მინისტრი, არსენ ბაუკი.
ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც შარშან, დეკემბერში, ამომრჩეველთა 65%-მა რეფერენდუმში მხარი დაუჭირა ქორწინების, როგორც „კაცსა და ქალს შორის კავშირის“ განსაზღვრას, რამაც შესაბამისად კონსტიტუციის ძალით აკრძალა გეი ქორწინების ლეგალიზება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთი სქესის წყვილებს ბავშვის შვილად აყვანის უფლებას არ აძლევს, თუ მათ უკვე ჰყავთ ბავშვები, ისინი იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ.
წყარო
ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა