ხორვატია სამოქალაქო პარტნიორობის მიღებას ზეიმობს
17 07 2014
ხორვატიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი სქესის პარტნიორებს ფაქტიურად იმავე უფლებებს ანიჭებს, რომლითაც დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობენ. კანონპროექტი სამშაბათს 89 ხმით 16-ის წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტის ინიცირების ავტორი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობაა, განსაკუთრებით, სოციალური პოლიტიკისა და ახალგაზრდობის მინისტრი, მილანკა ოპაჩიჩი, და სახელმწიფო მართვის მინისტრი, არსენ ბაუკი. ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც შარშან, დეკემბერში, ამომრჩეველთა 65%-მა რეფერენდუმში მხარი დაუჭირა ქორწინების, როგორც „კაცსა და ქალს შორის კავშირის“ განსაზღვრას, რამაც შესაბამისად კონსტიტუციის ძალით აკრძალა გეი ქორწინების ლეგალიზება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთი სქესის წყვილებს ბავშვის შვილად აყვანის უფლებას არ აძლევს, თუ მათ უკვე ჰყავთ ბავშვები, ისინი იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რომლებიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს გააჩნიათ. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება