დანია ევროპაში უპრეცედენტო გენდერის სამართლებრივი აღიარების პრაქტიკას ნერგავს
12 06 2014
დღეს, დანიის პარლამენტმა მიღო კანონი, რომელიც ხსნის მთელ რიგ ბარიერებს ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის. დანია პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის „გენდერული იდენტობის აშლილობის“ დიაგნოზის ან სხვა რაიმე ფსიქოლოგიური შეფასების/დასკვნის საჭიროება აღარ დგას. დანიელმა პარლამენტარებმა ასევე გააუქმეს სამედიცინო, იძულებითი ქირურგიული ჩარევებისა და სტერილიზაციის მოთხოვნა. ახალი პროცედურა ამოქმედდება 2014 წლის 1 სექტემბრიდან და საშუალებას მისცემს ადამიანს, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი სავალდებულო პირობების გარეშე, თავად გადაწყვიტოს, რომელი გენდერული მარკერი სურს რომ აისახოს მის პირად საბუთებში. სასურველი გენდერული მარკერის მისაღებად, საკმარისია, ადამიანმა შესაბამის უწყებაში შეიტანოს განაცხადი და 6 თვის შემდეგ დაადასტუროს მისი აპლიკაცია. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, ILGA-Europe-ს აღმასრულებელი გამგეობის თანათავმჯდომარე, გაბი კალეია აცხადებს: „დანია ჯერ კიდევ 1989 წელს გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ერთი სქესის პარტნიორებს შორის სამოქალაქო კავშირის სამართლებრივი კონცეპტი შეიმუშავა, დღეს კი, ევროპის ფარგლებში მორიგ მნიშვნელოვან პრეცედენტს დაუდო სათავე. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოსთვის დაეტოვებინა ადამიანის სხეულსა და ცხოვრებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება, დანიის მთავრობამ აღიარა, რომ ეს არის უშუალოდ პიროვნების უფლება.“ პაულო კორტე-რეალი ილგა-ევროპის თანათავმჯდომარე ამატებს: „მოხარულები ვართ, რომ დღეს დანიამ, გენდერის სამართლებრივი აღიარების არგენტინული მოდელი შემოიღო, რაც პირველი შემთხვევაა ევროპაში. სტანდტარტი უკვე ამაღლებულია და მოვუწოდებთ დანარჩენ ევროპულ ქვეყნებს, მიბაძონ ამ მაგალითსა და მოაცილონ ზედმეტი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოთხოვნები, რომელიც ევროპის ფარგლებში ადამიანებს დაბრკოლებებს უქმნის მათი გენდერით ცხოვრებაში.“ წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"