ონლაინ ლგბტ წიგნების მაღაზია ინდოეთში
26 07 2010

ინდოეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციიდან ერთი წლის შემდეგ, შობნა კუმარმა დაარსა პირველი ონლაინ ლგბტ წიგნების მაღაზია.

შარშან 2 ივლისს, დელის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 150 წლიანი 337-ე სექცია ლახავდა ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, ამიტომ კანონი გაუქმდა.

ახლა, როცა ალტერნატიული სექსუალობის ადამიანები ავტომატურად დამნაშავეებად აღარ ითვლებიან, კიდევ ერთი ბრძოლა რჩება: მიღებულობისა და ”მეინსტრიმინგისთვის”

Queer Ink ისეთ წიგნებს გვთავაზობს, რომლებიც ქვიერ მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს. თუმცა, ტირაჟები ჯერ მცირეა. Queer Ink -ს 200-ზე მეტი სახელწოდების წიგნი აქვს გასაყიდად და ჰყავს რამდენიმე ავტორი, რომელიც მაღაზიასთან ექსკლუზიურად თანამშრომლობს.

საიტზე არის მწერლის კუთხე, რომელიც რამდენიმე კონტრიბუტორი ავტორის ოცამდე სათაურს მოიცავს, მათ შორის ვებგვერდზე აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ქუიარ ღონისძიებებისა და მოვლენების კალენდარი.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია