კვიპროსის პირველი გეი პრაიდი და კონტრ-დემონსტრაცია
02 06 2014
ნიქოზია, კვიპროსი - 31 მაისს, კვიპროსის პირველ გეი პრაიდში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ პრაიდი კვიპროსელების კონსერვატიული ხედვების შემსუბუქების მანიშნებელია. კოსტას გავრიელიდესმა, ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ცენტრში მას თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის გამოჩენის იმედი ჰქონდა. გავრიელდესი კანონმდებლებთან მუშობაში იყო ჩართული რაც ჰომოსექსუალ ადამიანთა უფლებების დამცველი კანონის შემოღებით დასრულდა, მათ შორის, სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის დამტკიცებით. ორთოდოქს ქრისტიანთა პატარა ჯგუფი იქვე დემონსტრაციას მართავდა და აპროტესტებდა ღონისძიებას, რომელსაც „სამარცხვინოს“ უწოდებდა.  პოლიციის მიერ პრაიდის მონაწილეების დაცვამ და დემონსტრანტებისთვის ხელის შეშლამ მიახლოვებოდნენ პრაიდს, ქრისტიან დემონსტრანტებში განრისხება გამოიწვია.   წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა