ილგა-ევროპა ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის, მტრობისა და ძალადობის წახალისების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით
22 05 2014
2014 წლის აიდაჰოტ დღემდე, რომელიც წელს გამოხატვის თავისუფლებაზე აკეთებს აქცენტს, რამდენიმე დღით ადრე ილგა-ევროპამ მიიღო და საჯარო გახადა ორგანიზაციის პოზიცია ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის, მტრობისა და ძალადობის წახალისების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. პოზიცია მიღებულ იქნა ორგანიზაციის წევრებთან კონსულტაციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან (მნიშვნელოვანია, ARTICLE 19-ის ჩართულობა ამ პროცესში) დიალოგის საფუძველზე. პოზიცია ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა განუყოფლობის რწმენას და არ აწესებს იერარქიას უფლებებსა და თავისუფლებებში.
ილგა-ევროპის პოზიცია ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის, მტრობისა და ძალადობის წახალისების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით
ილგა-ევროპის პოზიციის შეჯამება
პოზიცია ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა განუყოფლობის რწმენას და არ აწესებს იერარქიას უფლებებსა და თავისუფლებებში. პოზიცია არ ზღუდავს ლეგიტიმურ პოლიტიკურ დებატებში ლგბტი ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებულ დებატებს და მასთან მიმართებაში არსებულ განსხვავებულ შეხედულებებს.
ზოგადი პრინციპები
• ილგა-ევროპა მოუწოდებს საჯარო პირებს შეიმუშაონ ცრურწმენის წინააღმდეგ საბრძოლველი სტრატეგია და ხელი შეუწყონ დიალოგს, განათლებასა და ურთიერთპატივისცემას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანების იმ საზოგადოებაში ჩართულობას, რომელიც შეუწყნარებლობისგან თავისუფალი იქნება.
• ილგა-ევროპას მიაჩნია, რომ საჯარო პირებმა უნდა უზრუნველყონ ლგბტი ადამიანთა გამოხატვის თავისუფლება და იბრძოლონ შეუწყნარებლობის, ცრურწმენებისა და ძალადობის წახალისების წინააღმდეგ.
ცრურწმენათა წინააღმდეგ ბრძოლა
• ილგა-ევროპა მოუწოდებს მთავრობებს, კანონმდებლებს, დამოუკიდებელ თანასწორობის უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს და სხვა საჯარო პირებს შეიმუშაონ ანტი-დისკრიმინაციული და ცნობიერების ამამაღლებელი პოლიტიკა მათ შესაბამის სფეროებში. ეს მოიცავს იმ მექანიზმების არსებობასაც, რომლებიც შეუწყნარებლობისა და ცრურწმენათა გამოვლენის წინააღმდეგ იმუშავებს ყველა შესაბამის სექტორში
• განათლების სფერო ამ მხრივ პრიორიტეტულია. პრიორიტეტია ასევე პროფესიონალური ტრენინგები საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის. საჯარო ინფორმაციის კამპანიები ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა შეუწყნარებლობა ვირტუალურ სივრცესა და სპორტში.
• მედიამ და პროფესიონალურმა მედიის ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ ქცევის კოდექსი, რომელიც თანასწორობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ასევე უნდა ტარდებოდეს კონკრეტული ტრენინგები თანამშრომელთათვის, რომლებიც მოიცავს სექსუალურ ორიენტაციასთან გენდერულ იდენტობასა და გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
• ყველა შესაბამისი აქტორ, მათი ექსპერტიზის ამაღლების მიზნით, უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მათ შორის სათემო ორგანიზაციებთან.
დისკრიმინაციის, მტრობისა და ძალადობის წახალისების წინააღმდეგ ბრძოლა
• ილგა-ევროპა მოუწოდებს კანონმდებლებს იმუშაონ ნებისმიერ, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და თვითგამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის, მტრობისა და ძალადობის წახალისების აკრძალვაზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებებზე) დაცვით. დაზარალებულებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი თავდაცვითი საშუალებები.
• ძალადობის წახალისების აკრძალვა კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული. გატარებული ზომები უნდა შეესაბამებოდეს ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსს.
• კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს სასამართლოებისთვის ძალადობის წახალისების შემთხვევების შეფასებისთვის აუცილებელ ნათელ დირექტივებს და ცხადად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველს ამ შემთხვევათა შესაფასებლად.
პოზიციის სრული ტექსტი
წყარო
ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან