ასია ბაზდირიევას ომის დღიურები (თარგმანი)
ასია ბაზდირიევა კიევში მცხოვრები მკვლევარი და ხელოვნების ისტორიკოსია. ის Geocinema-ს კოლექტივის წევრია, დოკუმენეტური კვლევითი პროექტის, რომელიც შეისწავლის ინფტრაქტრუქტურებს და დედამიწის შემსწავლელ მონაცემებს, როგორც კინოს ფორმას. ომის პირველ დღეებში ასიას დღიურს შემთხვევით გადავეყარე ინსტაგრამზე და მას შემდეგ ის ჩემთვის ამ ომის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ მთხრობელად იქცა. ხშირად ვუზიარებდი ხოლმე ასიას დღიურების სქრინებს ქართველ, გერმანელ და უკრაინელ მეგობრებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი აზრები იყოფოდა სხვადასხვა თემაზე, მაგალითად დეკოლონიზმზე, ნაციონალიზმზე. ასია ხშირად მარტივ სიტყვებს პოულობს ამ ახლართული ცნებების ერთმანეთისგან განსაცალკევებლად და გასარკვევად.
სტიპენდია ლგბტქი+ ფოტოგრაფებისთვის: სადაც სიყვარული უკანონოა
სადაც სიყვარულია უკანონოა" (Where Love Is Illegal) აზიარებს ლგბტქი+ დისკრიმინაციისა და გადარჩენის ამბებს მთელი მსოფლიოდან. ჩვენ შევქმენით "სადაც სიყვარული უკანონოა", რადგან გვჯერა, რომ ამბებს აქვთ ძალა დაანგრიონ ბარიერები, რომლებიც საზოგადოებებს ჰყოფს. ამბების გაზიარებისას მნიშვნელოვანია, ვინ აკონტროლებს თხრობას. მარგინალიზებულ თემთა ისტორიებს ხშირად ყვებიან გარეთ მყოფნი და იშვიათად მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები. სტიპენდია "სადაც სიყვარული უკანონა" შეიქმნა ლგბტქი+ ფოტოგრაფებისთვის, ისეთი ნარატივების მხარდასაჭერად, რომლებიც განმსაზღვრელია ქვიარ თემებისთვის. ეს ჯილდო სტიპენდიანტებს საშუალებას მისცემს შექმნან ორიგინალური ფოტოგრაფიული ნამუშევარი და ჩაწერონ ჩვენებები ქვიარ გამოცდილების შესახებ.


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის