ავსტრალია ჰომოსექსუალობის ამკრძალავი ნორმების გამო ბოდიშს იხდის
02 02 2016

2016 წლის 24 მაისს ვიქტორია ავსტრალიის მეორე შტატი გახდება, რომელიც 1981 წლამდე მოქმედი ჰომოსექსუალური კავშირების ამკრძალავი კანონმდებლობის გამო ბოდიშს მოიხდის. ვიქტორიის შტატის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ შტატის მთავრობა ოფიციალურად ბოდშის მოხდას მელბურნის პრაიდის მიმდინარეობისას გეგმავს.

დენიელ ენდრიუსის თქმით, ბოდიშის მოხდა იქნება ძლიერი მესიჯი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში წუხან წარსულში დაწესებული დისკრიმინაციული კანონების გამო.

"ეს შავი ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე. ბოდიშის მოხდა იქნება დასტური იმისა, რომ ახლა უკეთესები ვართ. სამარცხვინოა, რომ ჩვენი კანონები კრძალავდა და სჯიდა ჰომოსექსუალურ კავშირებს, როგორც კრიმინალურ ფაქტს," - განაცხადა ვიქტორიის შტატის პირველმა პირმა.

ავსტრალიის ექვსი შტატიდან ოთხში: ტასმანიაში, ვიქტორიაში, სამხრეთ ავსტრალიასა და სამხრეთ უელსში ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და სასჯელმისჯილთა შესახებ არსებული კრიმინალური ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ავსტრალიის კონსტიტუციურ მონარქიაში დედაქალაქის ტერიტორია პირველი ტერიტორიული ერთეული იყო, რომელმაც ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1973 წელს მოახდნა. ბოლო შტატი კი ტასმანია იყო, სადაც ჰომოსექსუალობის გამო ადამიანები 1997 წლამდე ისჯებოდნენ. აწ-უკვე გაუქმებული კანონის მიხედვით, გეი სექსისთვის დაწესებული სასჯელი რიგ შეთხვევებში 21 წლიან პატიმრობას აღემატებოდა.

 


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია