17 მაისთან დაკავშირებული ახალი ამბები მთელი მსოფლიოდან
22 05 2016

ამ სტატიაში გაერთიანებულია იმ ღონისძიებების მცირე ნაწილი, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (შემდგომში IDAHOT) აღსანიშნად ჩატარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მარტის დასაწყისში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ (WPA) დაადასტურა, რომ არც ერთი ტიპის სექსუალობა სექსუალობა არ უნდა განიხილებოდეს ფსიქიკურ დაავადებად. წამყვანი გლობალური ორგანიზაციის ოფიციალური განცხადებით, სექსუალური და გენდერული მრავალდფეროვნების კრიმინალიზება და ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირება არასწორი პრაქტიკაა. ამ ჯგუფმა ასევე უარყო და უვარგისად ცნო ე.წ. „რეპარატიული თერაპიის“ გამოყენება და მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოღვაწე ფსიქიატრებს მოუწოდა, იბრძოლონ სექსუალური უმცირესობების სტიგმატიზებისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.

IDAHOT-ის კომიტეტი მიესალმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) პოზიციას, როგორც მნიშვნელოვან და დროულ ქმედებას. ამ განცხადებამ ხელი შეუწყო, როგორც ბევრი ადგილობრივი დიალოგის წარმოებას სექსუალური და გენდერული უმცირესობების სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ; ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების მცდელობებს დააკავშირონ ერთმანეთთან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სექსუალობის საკითხები საჯარო ფორუმებზე.

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია (WPA) არ არის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს თანასწორობას.  არაერთმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქილოგიურმა ორგანიზაციამ დადო მომავალი IDAHOT ღონისძიებაში ჩართულობისა და მხარდაჭერის პირობა.

კოპენჰაგენში დანიის მთავრობა უმასპინძლებს ევროპის IDAHO-ის მეოთხე ყოველწლიურ ფორუმს. ღონისძიებას, რომლის სახელწოდებაცაა „ ხიდებისა და კავშირების აგება“, ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან კანონმდებლები და პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან და გამართავენ დიალოგს ევროპაში მცხოვრები ლგბტ ადამიანების სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დიალოგის ფოკუსირება მოხდება, როგორც მეინსტრიმ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, ისე ლგბტი ადამიანების სამუშაო ძალაში ჩართულობაზე.

როგორც მიმდინარე გაერთიანებული ერების თავისუფლებისა და თანასწორობის კამპანიის ნაწილი, გაერთიანებული ერების ადამიანთა უფლებების ოფისი გეგმავს ვიდეო კლიპის გამოშვებას IDAHOT 2016-ისთვის, რომელიც ჩაიწერება მომღერალ რეიჩელ პლატენთან თანამშორმლობით. ვიდეოს სახელწოდებაა „რატომ ვიბრძვით“ (“Why WeFight”), რომელიც ეძღვნება გლობალურ აქტივიზმსა და ინდივიდებს, ოჯახებს, დამცველებსა და მოკავშირეებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ვიდეო გამოქვეყნდება 17 მაისადმე რამოდენიმე დღით ადრე და ხელმისაწვდომი იქნება გაერთიანებული ერების თავისუფლებისა და თანასწორობის კამპანიის ვებგვერდისა (www.unfe.org) და ამ კამპანიის სოციალური ქსელების გვერდების საშუალებით. გაერთიანებული ერების თავისუფლებისა და თანასწორობის კამპანიის მიერ IDAHOT-თვის გადაღებული წინა წლის ვიდეო რგოლს „სახეები“, დაახლოებით 10 მილიონი ნახვა ჰქონდა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) უმასპინძლებს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან IDAHOT-თან დაკავშირებით სახელმწიფოებს შორის კონფერენციის ფარგლებში. ამ შეკრებაზე პოლიტიკოსები ისაუბრებენ თავიანთ პოლიტიკურ ვალდებულებაზე ახალგაზრდა ლგბტი ადამიანების მიმართ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ლგბტი ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და ღონისძიებები.

წყნარი ოკეანის ქვეყნები მართავენ ერთობლივ პანელ დისკუსიას პორტვილაში. სინგაპურში გეი, ბი, ქვიარი კაცების ჯგუფი SGRainbow განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

ბრაზილიაში 17 მაისთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ჩაატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება წლევანდელი წლის IDAHOT-ის მთავარ თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.

კუბაში მარიელა კასტროს ორგანიზაცია CENESEX გამართავს ღონისძიებებს კუბის რამოდენიმე ქალაქში 10 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, რომელიც დასრულდება უკვე ტრადიციად ქცეული IDAHOT პარადით - უზარმაზარი ფესტივალით.

კანადაში  ორგანიზაცია Kamloops Pride უმასპინძლებს ისტორიების მოყოლის სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც მიმართული იქნება სოლიდარობისა და სიამაყის განმტკიცებაზე ადგილობრივ ლგბტი თემში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩატარდება ასევე ვანკუვერსა და კვებეკში.

ათენში ახალგაზრდული მოძრაობა  AEGEE-Athina უმასპინძლებს ლგბტი აქტივისტებსა და მათ თანამოაზრეებს ევროპის არაერთი ქვეყნიდან და გაიმართება ლგბტი ახალგაზრდებზე ფოკუსირებული საუბრები, ვორქშოფები და აქტივობები. ღონისძიება, „ცისარტყელას მიღმა“ (Beyond The Rainbow), იმენდოვნებს რომ გააძლიერებს კროს-ევროპულ სოლიდარობას და დაეხმარება ახალგაზრდა ადამანებს მეტად იყვნენ ჩართულნი ლგბტი აქტივიზმში, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ავსტრალიაში, დასავლეთ სიდნეიში, Open Door Community of Christ გამართავს ღონისძიებას, რომელსაც დაესწრება 200-მდე ადამიანი, პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების ჩათვლით. ამას გარდა, ადგილობრივი რწმუნებულებისა და აქტვისტების ორგანიზებით ავსტრალიის რამოდენიმე ქალაქში გაიმართება არაერთი ღონისძიება.

ტუნისში ჩატარდება საერთაშორისო ფემინისტური არტ ფესტივალი, რომელიც მოიცავს პერფორმანსებსა და გამოფენებს, ფოკუსირებულს ლბტ ქალების გამოცდილებებზე.

კამბოჯაში გაიმართება ფართომასშტაბიანი ღონისძიება 17 მაისთან დაკავშირებით, რომელზეც აქტივისტები მოაწყობენ „ცისერტყელას ველოტურს“ ქვეყნის გარშემო და მოუწოდებენ ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ საკულტო შენობებთან გადაღებული „ცისარტყელა სელფები“.

გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, როგორიცაა მაგალითად მაინცი და ჰამბურგი, ცისარტყელა ფლეშმობებში ჩაერთვება უამრავი ადამიანი, რომლებიც გაუშვებენ ცისარტყელის ფერებში გაფორმებულ ბუშტებს მეზობელი ქვეყნების მიმართ იმედისა და სოლიდარობის ნიშნად, იმ ქვეყნების მიმართ, სადაც დაგეგმილია მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ იმართება კონფიდენციალურად.

სტოქჰოლმში ადგილობრივმა „Amnesty International“-ის ჯგუფმა მოუწოდა ადამიანებს მონაწილეონა მიეღოთ IDAHOT-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ‘kiss-in’. ღონისძიება ორგანიზებულია ადგილობრივ ლგბტ აქტივისტებთან ერთად, რომელიც თავს მოუყრის ასობით დემონსტრანტს ლოზუნგის ქვეშ „აკოცე და შეცვალე“ ( ‘make out and make change’).

ზალცბურგში, ავსტრიაში, ადგილობრივი ლგბტი თემის წევრები გეგმავენ ფართომასშტაბიან მსვლელობას, სახელწოდებით „თავი დააღწიე ქვიაროფობიას." მსვლელობა ჩატარდება 21 მაისს ზალცბურგის მოედანზე დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ზალცბურგსა და, ზოგადად, ავსტრიაში.

ჩილეში რამოდენიმე ორგანიზაცია აღნიშვავს 17 მაისს: Mums Chile გამართავს საჯარო დემონსტრაციას ლგბტ აქტივისტების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; ხოლო „Todo Mejora“ გადასცემს პრიზებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ლგბტ ადამიანების ხილვადობის გაუმჯობესებაში პოზიტიური კომუნიკაციის საშუალებით.

დიდ ბრიტანეთში მთელი ქვეყნის მაშტაბით რამდენიმე მცირე და დიდმაშტაბიანი  ღონისძიება ტარდება: ცისარტყელა პიკნიკი, პერფორმანსები და საუბრები, ფილმის ფესტივალი, ფორუმი.

კორპორაციებმაც მიიღეს მონაწილეობა წლევანდელ IDAHOT-ში. ამ დღესთან დაკაშირებით, Ernst and Young აწყობს გლობალურ ფოტოგამოფენას, ხოლო IKEA ატარებს ცნობიერების ამაღლების კვირეულს, რომლის ფარგლებშიც ჩაიწერება ვიდეოკლიპი.

გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა, ღონისძიებები იმართება 10-ზე მეტ ისეთ ქვეყანაში, სადაც აქტივისტებმა მოითხოვეს არ მითითებულიყო მათი მონაწილეობის შესახებ, რადგან ეს შეიძლებოდა მათთვის საფრთხის მომცველი ყოფილიყო. ეს არის ძლიერი მანიშნებელი იმისა, რომ 17 მაისის საჭიროება ძალიან ბევრ ქვეყანაში დგას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მათი ქმედებების აქ მოხსენიების შესაძლებლობა, ჩვენ გვინდა მივესალმოთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას!



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა