ლგბტ ლიდერის ნანატრი გამარჯვება გაეროში
22 07 2010

ორშაბათს ნიუ იორკში, წარმატებით დასრულდა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა საბჭოში ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობა გეი და ლესბოსელ ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კომისიის აკრედიტებასთან დაკავშირებით. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოშობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ოცწლიანი მუშაობა ნათელს ჰფენდა დისკრიმინაციის ფაქტებს, იბრძოდა აივ/შიდსის საკითხებთან დაკავშირებით და მსოფლიოს მასშტაბით უწევდა ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას ახდენდა.

აქამდე, არცერთი ლგბტ ორგანიზაცია, რომელსაც გაეროს საგანგებო კონსულტატიური სტატუსი აქვს არ ყოფილა დაფუძნებული შეერთებულ შტატებში. 3000-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციიდან მხოლოდ ცხრა მუშაობდა უშუალოდ ლგბტ საკითხებზე და მხოლოდ ერთი მათგანი მოქმედებდა საერთაშორისო დონეზე.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს