ოცი წლის წინ, სან ფრანცისკოს ლუთერანულმა კონგრეგაციებმა მღვდლებად აკურთხა ერთი ლესბოსელი წყვილი და გეი მამაკაცი, მიუხედავად იმისა,რომ ლუთერანული ეკლესია უკრძალავდა ლგბტ ადამიანებს სასულიერო პირობას, თუკი ისინი ცელიბატს არ დაიცავდნენ.
მას შემდეგ, რაც ეს ორი კონგრეგაცია ამერიკის ლუთერანული ეკლესიიდან განკვეთეს, კიდევ 15 ლგბტ ადამიანი გახდა ლუთერანი პასტორი.
გასულ წელს, ამერიკის ეროვნულმა ლუთერანულმა ეკლესიამ გააუქმა ლგბტ პასტორებისთვის ცელიბატის მოთხოვნა. ამ კვირის ბოლოს 6 ლგბტ ადამიანს აკურთხებენ პასტორებად ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება კვირას, 25 ივლისს წმინდა მარკოზის ლუთერანულ ეკლესიაში სან ფრანცისკოში. ცერემონიას ისევ სრულუფლებიანი სასულიერო პირების სტატუსით დაესწრება წარსულში ამერიკის ლუთერანული ეკლესიიდან განკვეთილი ორი პასტორიც.
ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს