ამსტერდამი გეი პრაიდს აღნიშნავს
09 08 2010

2010 წლის 8 აგვისტო - თითქმის 500,000 ადამიანი შეიკრიბა ამსტერდამის ისტორიული არხების გასწვრივ, კვირის მთავარ მოვლენაში - კონცერტებისგან, გამოფენებისა და კინოფესტივალებისგან შემდგარ გეი აღლუმში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეები კოკისპირულ წვიმასაც არ შუეშინდნენ. წლევანდელი პარადის მთავარი თემა არის ”ზეიმი”.

მოზეიმეებით დატვირთულ ოთხმოცამდე ნავთან ერთად, ქალაქის არხებზე გამავალი პრაიდი მოიცავდა ხომალდებს პოლიტიკური და სამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც გეი უფლებებს უჭერდნენ მხარს. მათ შორის, ვინც პრაიდის მონაწილეებისათვის მისასალმებელი საგანგებო ვიდეო შეტყობინება ჩაწერა, ამსტერდამის ახლად არჩეული მერი ებერჰარდ ვან დერ ლაანიც იყო.

ნიდერლანდებში დაახლოებით ერთ მილიონამდე გეი და ლესბოსელია, და 2001 წელს ის გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინება ლეგალურად სცნო.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან