”სექსუალური ტერორი” ზიმბაბვეში
23 07 2010

ვენა - საერთაშორისო სისხლის სამართლის სასაამრთლო გამოიძიებს ზიმბაბვეში ჩადენილ დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, მას მერე რაც ზიმბაბვეს პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ახალგაზრდულმა მილიციამ სექსუალური ძალადობის კამპანია წამოიწყო 2008 წლის არჩევნების მსვლელობისას.

ჩვენებები, რომლებიც საერთაშორისო იურისტთა ჯგუფმა შეაგროვა ძალადობის მსხვერპლთაგან, უთითებს, რომ საჭიროა ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული გაერთიანება-პატრიოტული ფრონტის მიერ მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის მხარდამჭერი ქალების წინააღმდეგ წამოწყებული სექსუალური ტერორის სასამართლოში გარჩევა.

ბრალდებები წაყენებულ იქნა AIDS-Free World-ის მიერ, რომელიც ადვოკატირებით დაკავებული ჯგუფია.

სამართლებრივი დოსიე ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მომავალ თვეში გადაეცემა იმ იმედით, რომ სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ამ შემთხვევას განიხილავს.

300 საათიან ჩვენებებში, ძალადობის მსხვერპლებმა 241 მამაკაცის იდენტიფიკაცია მოახდინეს, რომლებმაც ისინი გააუპატიურეს. ამავე მონაცემებით, გაუპატიურების ფაქტის მიახლოებითი სრული რაოდენობა 380-ს აღწევს.

დოკუმენტის თანახმად, აქტივისტები მათი ოჯახების თვალწინ იქნენ გაუპატიურებულები. ხანდახან პატრიოტული ფრონტის ახალგაზრდული მილიციის წარმომადგენლებს ისინი საკუთარ ბანაკში მიჰყავდათ, სადაც დღეების განმავლობაში უსწორდებოდნენ ფიზიკურად.

ძალადობის მსხვერპლ ქალთაგან ცხრა ვარაუდობს, რომ გაუპატიურების შედეგად აივ/შიდსით დაინფიცირდა და კიდევ 17 ქალს აღმოაჩნდა ეს დაავადება ძალადობის აქტიდან მომდევნო თვეების მანძილზე, რაც ამაღლებს იმის ალბათობას, რომ ისინი სწორედ მოძალადეებმა დააინფიცირეს. მოძალადეებისგან ათი ქალი დაფეხმძიმდა.

პოლიცია გულგრილი იყო იმ მცირე რაოდენობის ქალების მიმართ, რომელთაც ეყოთ გამბედაობა საჩივარი შეეტანათ მომხდართან დაკავშირებით, არცერთი მოძალადე არ იქნა გასამართლებული.

მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის განცხადებით, 300 ადამიანზე მეტი შეეწირა წინასაარჩევნო ძალადობას.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა