შიდსის XVIII საეთაშორისო კონფერენცია ვენაში, 18-23 ივლისი 2010
28 07 2010

გლობალური ”შიდსის კონფერენცია”, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, 18 ივლისს ვენაში გაიხსნა თემით Rights Here, Right Now (უფლებები აქ, ახლავე!). მონაწილეები განახლებული მონდომებით ცდილობენ მიაღწიონ აივ პრევენციის, მკურნალობის და მხარდაჭერის უნივერსალურ ხელმისაწვდომობას.

AIDS 2010-მა 19,300 მონაწილე მოიზიდა 193 ქვეყნიდან. კონფერენციის ერთკვირიანი პროგრამა მოიცავდა 248 სესიას, რომელიც ეხებოდა მეცნიერებას, თემის და ლიდერის თვისებების განხილვას. კონფერენციაში ჩართული იყო 770 მოხალისე ვენიდან და სხვა ადგილებიდან.

კონფერენციის დახურვამდე 12,725 ადამიანზე მეტმა მოაწერა ხელი ვენის დეკლარაციას, შიდსის XVIII საერთაშორისო კონფერენციის ოფიციალურ დეკლარაციას. ხუთშაბათს, საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა, მოაწერა ხელი დეკლარაციას და მოუწოდა უფრო რაციონალური და მეცნიერულად ჯანსაღი მედიკამენტური პოლიტიკისკენ ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის აივ პრევენციის გასაძლიერებლად.

დასკვნითი სესიის ბოლოს, ”შიდსი 2010”ის ადგილობრივი პარტნიორების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გადაანაცვლეს შიდსის საერთაშორისო კონფერენციის გლობუსი ვენიდან უოშინგტონზე, რომელიც 2012 წლის ივლისში უმასპინძლებს შიდსის XIX საერთაშორისო კონფერენციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან