ლიბანი სექსისტური არაბული პოპის წინააღმდეგ
11 08 2010

სიმღერა "Metlak Mesh Ayzin" (ჩვენ არ გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები) ტონი აბი კარამმა დაწერა, ხოლო მისი შემსრულებელი მეი მატარი გახლავთ.

”ჩვენ არ გვჭირდება ახალგაზრდა კაცები უმეცრების ეპოქიდან. ისინი მოდიან, გვაკონტროლებენ და გვეუბნებიან რომ ესაა კაცობა” მღერის მატარი არაბულად.

ზემოხსენებული სიმღერა, რომელიც ამჟამად ლიბანურ რადიოარხებზე ტრიალებს ისეთი სიმღერების საპასუხოდ შეიქმნა, როგორიცაა "Jumhoriyet Albi" (ჩემი გულის რესპუბლიკა) - ლიბანელი მომღერლის მოჰამედ ისკანდერის ახალი ჰიტი, რომელიც ქალებს მოუწოდებს მუშაობის ნაცვლად სახლში დარჩნენ და ქმრებს მიხედონ.

სიმღერის ტექსტმა ბეირუთში ფემინისტი აქტივისტების ცხარე პროტესტი გამოიწვია. მათი აზრით ისკანდერის სიმღერა განათლებული და კარიერაზე ორიენტირებული ქალებისადმი ზოგიერთი მამაკაცის შიშს წარმოაჩენს.

წყარო:

http://latimesblogs.latimes.com/babylonbeyond/2010/08/lebanon-antisexist-song.html



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან