ტალიბანი ფეხმძიმე ქალს კლავს
21 08 2010

ავღანური პოლიციის ინფორმაციით კვირას ბადღის პროვინციაში მდებარე ქადის რაიონის მეამბოხე მმართველმა,  ბიბი სანუბარი დააკავა და საჯაროდ გამათრახების შემდეგ თავის არეში სამი სასიკვდილო ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენა.

სანუბარს ”უკანონო სქესობრივი კავშირი” ედებოდა ბრალად, თუმცა მამაკაცმა, რომელთანაც მას ”უკანონო ურთიერთობა” ჰქონდა, სასჯელი თავიდან აიცილა.

2001 წლამდე ტალიბანის ექვსწლიანი მმართველობის განმავლობაში უკანონო სქესობრივი კავშირში ეჭვმიტანილ ქალებს ამათრახებდნენ ან ქოლავდნენ, ხოლო ქურდებსა და მკვლელებს კიდურებს კვეთდნენ ან საჯაროდ უსწორდებოდნენ.

მოჰამად ნასირ ნაზაარი, ბადღის საბჭოს თავმჯდომარე, ადასტურებს სიკვდილით დასჯის ამ ფაქტს და ამტკიცებს, რომ ქადისის ოლქი მთლიანად ტალიბანის დაქვემდებარებაშია.

მეამბოხეებს ბრალი ასევე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 7 წლის ბიჭის ჩამოხრჩობასა და  შარშან გაქცევის მცდელობისას დაკავებული ახალგაზრდა წყვილის ჩაცხრილვაში ედებათ.

წყარო:

http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/asia/afghanistan/7935362/Taliban-death-squad-kills-a-pregnant-woman-after-public-flogging.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"