საქინე მოჰამადი აშთიანის სატელევიზიო აღიარება
13 08 2010

საქინე მოჰამადი აშთიანიმ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის საკუთარი ქმრის მკვლელობაში ერთ-ერთი თანამონაწილე იყო და რომ მას ”უკანონო სქესობრივი კავშირი” ჰქონდა მეუღლის ბიძაშვილთან. მისმა ადვოკატმა Guardian -ს უთხრა, რომ მისი კლიენტი 43 წლის ორი შვილის დედა, ინტერვიუს ჩაწერამდე ორი დღის განმავლობაში აწამეს თაბრიზის ციხეში, სადაც ის ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰყავთ დამწყვდეული.

ადვოკატმა ასევე გამოთქვა შიში იმის თაობაზე, რომ ირანელი სამართალდამცავები ახლა სასწრაფოდ მოიყვანენ სასიკვდილო განაჩენს სისრულეში. შეგახსენებთ, რომ აშთიანის საქმით გამოწვეული საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, ჩაქოლვის განაჩენი ჩამოხრჩობით შეცვალეს. აშთიანის პირვანდელი ბრალდება მეუღლის ღალატი იყო, თუმცა მოგვიანებით ირანელმა მოხელეებმა განაცხადეს, რომ ქალი აგრეთვე საკუთარი ქმრის მკვლელობაში მიუძღოდა ბრალი და ამიტომ უნდა ჩაექოლათ.

ინტერვიუ გადასცეს გადაცემაში, რომელსაც 20:30 ჰქვია, ერთი დღით ადრე კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა თეირანს პატივი სცეს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვას და შეაჩეროს სიკვდილით დასჯა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ირანი უდანაშაულო მსხვერპლს სატელევიზიო გადაცემაში აძალებს დანაშაული აღიაროს, რათა განაჩენი სასწრაფოდ იქნას სისრულეში მოყვანილი. ეს ძალიან ხშირად ხდებოდა ისლამური რევოლუციის პირველ ათწლეულში.

ირანის სახელმწიფო არხის ინფორმაციით საერთაშორისო ყურადღება, რომელიც მოჰამადი აშთიანის საქმემ მიიპყრო ”დასავლური პროპაგანდაა”, რომელიც მიზნად ისახავს დააძალოს ირანის მთავრობას სამი ამერიკელი მოგზაურის გათავისუფლება, რომლებიც ირანში გასული წლიდან არიან დაკავებულები.

წყარო:

http://www.guardian.co.uk/world/2010/aug/12/sakineh-mohammadi-ashtiani-confesses-murder-iran



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის