რეკორდული კოცნა ლგბტ უფლებათა დაცვისთვის
13 08 2010

11 აგვისტოს მარტი დელიმ და ბობი კანსიელომ სცადეს მოეხსნათ ყველაზე ხანგრძლივი კოცნის მსოფლიო რეკორდი. ორმა მამაკაცმა თავისი მრავალსაათიანი კოცნა გუშინ დაიწყეს, ჰომოფობიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში.

ნიუ ჯერსის კოლეჯის სტუდენტები ამ კოცნაზე დიდ იმედებს ამყარებენ. მათი თქმით კოცნის ეს კამპანია ”ჰეგემონურ ნორმებთან ბრძოლისთვის” არის განკუთვნილი. თუ ისინი გაიმარჯვებენ ეს პირველი გეი კოცნა იქნება, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდს მოიპოვებს.

გინესის რეკორდების წესების მიხედვით, კოცნის დროს მონაწილეები ფეხზე უნდა იდგნენ, დაუშვებელია შესვენებები, ტუჩები არ უნდა სწყდებოდეს ერთმანეთს, წყვილს უნდა ეღვიძოს. აგრეთვე აკრძალულია შეუკავებლობის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალება. ამჟამინდელი რეკორდი 32 საათს, 7 წუთსა და 14 წამს ითვლის - ხოლო მისი ავტორები გერმანელი ნიკოლა მატოვიჩი და კრისტინა რაინჰარტი გახლავთ.

წყარო:

http://www.365gay.com/news/a-record-breaking-kiss-for-lgbt-rights/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის