პოლიციის ძალადობა ტრანს აქტივისტების წინააღმდეგ ანკარაში
21 05 2010

2010 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორის დღეს, 5 ტრანს აქტივისტი და Pembe Hayat-ის (ვარდისფერი ცხოვრება) დამფუძნებელი წევრები პოლიციამ გააჩერა, სცემა და უკანონოდ დააკავა.

ტრანსგენდერი ადამიანები თურქეთში რეგულარულად აწყდებიან დამცირებასა და შეურაცჰმყოფელ მოპყრობას პოლიციის ოფიცერთა მხრიდან.

ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელის მეჰმეთ ილმაზ ქუჩუკის განცხადებით, გასულ დეკემბერს მის ოფისში ტრანსგენდერი ადამიანების 36 საჩივარი შემოვიდა პილიციელთაგან მათდამი ცუდი მოპყრობის თაობაზე.

ევროკავშირის დელეგაცია თურქეთში, თავის მხრივ, მოუწოდებს დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის საკითხები შესაბამის სამინისტროებში იქნას დაყენებული და განიხილოს თურქეთის ევროკავშირში მიღების პოლიტიკური კრიტერიუმების შესახებ მომავალი შეხვედრებისა და დისკუსიების დროს.

ILGA-Europe, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, გააგრძელებს თურქეთში ლგბტ ადამიანების უფლებათა დარღვევების მონიტორინგს.

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/latest_news/ilga_europe_s_statement_on_the_recent_incident_of_police_violence_against_trans_activists_in_ankara



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება