ბალტური პრაიდი
12 05 2010

ვილნიუსი, 2010 წლის 8 მაისი - ლიტვამ წარმატებით უმასპინძლა მის ისტორიაში პირველ გეი პრაიდს, როცა შაბათს 500-მდე მონაწილემ გაიარა დედაქალაქში.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებამ დიდი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, ის მშვიდობიანი მაინც არ იყო. დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა პრაიდის გასაპროტესტებლად, ქვების და ბოთლების სასროლად, საყვირლად და მონაწილეთათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად.

პოლიციამ ძალადობისკენ მოწოდებისთვის 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი პარლამენტარი. 600-მდე პოლიციელმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტების დასაშოშმინებლად.

ჰომოსექსუალობა უაღრესად რელიგიურ ლიტვაში დიდი ტაბუა. The Baltic News Service -ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ლიტველთა 70% ეწინააღმდეგებოდა პრაიდის ჩატარებას.

ერთი პოლიციელი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა დემონსტრანტებთან შეტაკებისას.

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/latest_news/baltic_pride_resources_now_available_in_one_place



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება