საერთაშორისო ბრძოლა ლგბტ უფლებებისთვის
13 07 2010

30 ივნისს ევროპის საბჭომ მიიღო ”სტრატეგია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიერ ადამიანის უფლებებით სრული სარგებლოგის დასაცავად”

სტრატეგიაში დეტალურადაა აღწერილი თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა სხვა ქვეყნებში ლგბტ ადამიანთა უფლებების დასაცავად.

ის მოუწოდებს დიპლომატებს, ახლად ჩამოყალიბებულ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აქტიურად იმუშაონ ერთსქესიანი ურთიერთობების დეკრიმინალიზაციისთვის მსოფლიოს მასშტაბით, რათა შემდგომში მიიღონ სანქციები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირონ ადამიანის უფლებათა დამცველებს პრობლემატურ ქვეყნებში.

წყარო:

http://www.baywindows.com/index.php?ch=news&sc=glbt&sc2=news&sc3=&id=107906



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის