უგანდის პირველი ლედი ჰომოფობია
29 08 2010

უგანდის პირველმა ლედიმ ჯანეტ მუსევენიმ, რომელიც გენოციდური მოსაზრებების მქონე პასტორის, მარტინ სსემპას, დიდი ხნის მოკავშირეა - 9 აგვისტოს კონვენციაზე 8,000 ახალგაზრდას მოუწოდა ჰომოსექსუალობისადმი ტოლერანტობის წინააღმდეგ.

”საღვთო წერილის მიხედვით ჰომოსექსუალობა წყევლაა, ახლა კი ადამიანები ამით კავდებიან და ამბობენ, რომ ასეთებად დაიბადნენ.”

ტომებს შორის და ჰომოსექსუალებისადმი სიძულვილი, დესპოტური ხელმძღვანელობის კორუმპირებულობა და კრეატიულობისა და ინდივიდუალობის დევნა უგანდაში, ბევრ ახალგაზრდას უბიძგებს ქვეყნიდან გაქცევისკენ.

პირველმა ლედიმ ქვეყნიდან წასულ ახალგაზრდებს ეგოიზმი დასწამა იმ სოციალური შეცდომების გამოსწორების ნაცვლად, რომელზეც პასუხისმგებელი ის და მისი მეუღლეა.

წყარო:

http://madikazemi.blogspot.com/2010/08/ugandas-first-lady-promotes-youth.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed:+SaveMehdiKazemi+(LGBT+asylum+news)&utm_content=FaceBook



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა