ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
18 05 2010

დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც მეექვსედ აღინიშნება. 1990 წელს ამავე დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური აშლილობების სიიდან ამოიღო.

ამ დღის აღსანიშნად, ილგა-ევროპა წარმოგვიდგენს ევროპის ცისარტყელის რუკის განახლებულ ვერსიას და აგრეთვე ევროპის ცისარტყელის სარჩევს.

განახლებული რუკა, რომელიც ილგა-ევროპამ 2009 წელს გამოსცა პირველად, ასახავს ევროპის ქვეყნებს, რომელთა კანონმდებლობაც იცავს ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას ლგბ ადამიანებისთვის.

ევროპული ცისარტყელის სარჩევი აფასებს თითოეულ ქვეყანას იმის მიხედვით თუ როგორია მისი კანონმდებლობის მიმართება ლგბ ადამიანების უფლებებთან. რეიტინგის მიხედვით თითოეული ქვეყანა განთავსებულია შკალაზე 10 (მაქსიმალური დადებითი ქულა) და -4-ს (მინიმალური უარყოფითი ქულა) შორის.

დადებითი ქულები ენიჭება ქვეყანას, რომელსაც აქვს:

- კანონმდებლობა, რომელიც იცავს ლგბტ ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციისგან

- აღიარებს ერთსქესიან პარტნიორობას

-მეურვეობის უფლებას ანიჭებს ერთსქესიანი პარტნიორებს

- ცნობს კანონებს სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე

უარყოფითი შეფასება ენიჭება ქვეყანას, რომელსაც

-აქვს კანონები, რომლებიც ერთსქესიან სექსუალურ აქტს კრძალავს

- აქვს არათანაბარი ქორწინების ასაკი

- არღვევს ლგბ ადამიანთა თავისუფალი თავშეყრისა და ასოციაციის უფლებას

რუკა და სარჩევი არ ასახავს ტრანსგენდერ და ინტერსექსუალ ადამიანთა მდგომარეობას ევროპაში. ილგა - ევროპა ტრანსგენდერ-ევროპასთან თანამშრობლობით ამზადებს მასალებს, რომლებიც მისცემს მსგავსი მიმოხილვის გაკეთების საშუალებას.

ერთსქესიანი პარტნიორობა ”ოჯახურ ცხოვრებას” წარმოადგენს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ავსტრიაში პ.ბ. და ჯ.ს.-ს საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ განაცხადა, რომ ავსტრიამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, გამორიცხა რა ერთსქესიანი პარტნიორები სადაზღვეო დაფარვიდან. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონვენციის თანახმად ერთსქესიანი პარტნიორობა ”ოჯახურ ცხოვრებას” შეადგენს.

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/latest_news/idaho_2010_international_day_against_homophobia_and_transphobia_may_17