ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად გმობს ევროპაში ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას
04 05 2010

2010 წლის 29 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის თაობაზე.

ამავე წლის 31 მარტს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ერთსულოვნად მიიღო ისტორიული რეკომენდაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ზომების შესახებ.

მიღებული რეზოლუცია მიუთითებს ადამიანის უფლებათა დარღვევების ფართო სპექტრზე, რომლებიც გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანების სიცოცხლეზე, და რომელიც ჯერ კიდევ კიდევ ხდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

რეზოლუციაში განხილულია შემდეგი საკითხები: თვითგამოხატვისა და თავშეყრის უფლება, სიძულვილის ენა, სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაული, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა, ტრანსგენდერი ადამიანები, ლგბტ ახალგაზრდობა, ლგბტ ოჯახები, მეურვეობის უფლება, თავშესაფარის უფლება.

ამასთან ერთად, პარლამენტარები სთხოვენ ევროპის საბჭოს გამოყოს რესურსები ლგბტ საკითხებზე სამუშაოდ და შეიტანოს ლბტ ქალებისადმი ძალადობა. ქალების წინააღმდეგ ძალადობის კონვენციის შედგენაში.

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/council_of_europe_parliamentary_assembly_strongly_condemns_discrimination_against_lgbt_people_in_europe



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია