ლონდონის მერი ერთსქესიან ქორწინებას მხარს უჭერს
05 07 2010

გასულ შაბათ-კვირას, რამდენიმე ევროპული ქალაქი გეი პრაიდს აღნიშნავდა, თუმცა ის, რაც ყველასათვის სალაპარაკო გახდა ლონდონის მერის, ბორის ჯონსონის კომენტარი გახლდათ.

როდესაც მას ჰკითხეს, უნდა ჰქონდეთ თუ არა გეი წყვილებს დაქორწინების უფლება, ჯონსონმა თქვა ”ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ შეიძლება ერთსქესიანი ქორწინება არსებობდეს.”

ჯონსონი მხარს უჭერს ერთსქესიან ქორწინებას და სურს რომ  2012 წლის მსოფლიო პრაიდის მსვლელობისას ისევ მერის თანამდებობა ეკავოს. ამავე წელს ლონდონი უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს.

წყარო:

http://gaysocialites.com/info/2010/07/05/london-mayor-comes-out-in-support-of-gay-marriage/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის